19 დეკემბერი, 2014
ნიკა გვარამიას შვილის კლასელობის გამო ''ნიჭიერი'' თეკლა კრიტიკის ობიექტი გახდა - ''არ არიან მართლები...''
ბუშტები სკდება და შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს 7 წლის თეკლა ასლანიკაშვილი ''ნიჭიერის'' მეორე ლავკონცერტზე ''ელჯი''-ის რჩეული გახდა. პატარა გოგონას ბუშტების პერფომანსმა მაყურებლის მოწონება და გაოცება გამოწყვია. აღფღთოვანებას ვერ მალავდა ჟიურიც. ჩვენ თეკლას დედას, თეონა ჩიხლაძეს რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

- შარშანდელ ''ნიჭიერში'' თეკლას მეგობარი გოგონები მონაწილეობდნენ, ანანო და ელენე მრელაშვილები და თეკლასაც უნდოდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ბუშტებით პატარაობიდანვე იყო დაინტერესებული, ნომერი სპეციალურად ''ნიჭიერისთვის'' მოვამზადეთ. თეკლა ''ბასტი-ბუბუს'' სტუდიაში დადის და სცენაზე დგომის გამოცდილება აქვს. ''იუთუბზე''
წავაწყდით საპნის ბუშტების ულამაზეს შოუს, რომლის განხორციელებაც ძალიან გვინდოდა. ის რაც თქვენ სცენაზე ნახეთ, ძალიან დიდი მეცადინეობისა და შრომის შედეგია.
- თქვენთვის ალბათ რთულად საყურებელი იყო თეკლას გამოსვლა...
- განსაკუთრებით რთული იყო ლაივკონცერტი. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოხვდა თეკლა და მეორეც, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბუშტები სკდება და შეიძლება მთელი შრომა წყალში ჩაგეყაროს (იცინის). ბავშვია, განწყობა გაუფუჭდებოდა.
- თან ემოციური ბავშვი ჩანს, ჟიურის შეფასების დროს საოცარ ხმებს გამოსცემდა. რა იყო ეს, სიცილი, ნერვიულობა თუ...
- ნერვიულობაც იყო. რა გასაკვირია, დიდები ნერვიულობენ სცენაზე, ამხელა აუდიტორიის წინ. ნომრის შესრულების დროს თავი ხელში აიყვანა და როდესაც იგრძნო, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა, ყველაფერი ისე გამოუვიდა, როგორც უნდოდა, მოეშვა. როცა გაქებენ თავს უხერხულად გრძნობ. მიკვირს რატომ გაუკვირდა ხალხს თეკლას ხმები. 7 წლის ბავშვი მარტო იდგა სცენაზე და ასე აქებდნენ. მაქსიმალურად იკავებდა თავს, მიკვირს, რომ არ დახტოდა სცენაზე.
- თეკლა არის ნიკა გვარამიას შვილის კლასელი. საზოგადოების ნაწილი სწორედ ამ ფაქტს მიაწერს თეკლას წარმატებას ამ პროექტში. თუ გაღიზიანებთ, როცა მსგვას კომენტარებს კითხულობთ ინტერნეტში?
- თავიდან იყო გულის ტკენია და არა მხოლოდ ნიკას სახელთან დაკავშირებით. ცოტათი მწყინდა რომ ამბობდნენ, რა ლამაზი ბავშვია, რა საყვარელიო და არავინ უსვადა ხაზს მის ნიჭს, იმას, რომ ამ ლამაზმა ბავშვმა გასაოცარი სანახაობა გაჩვენათ. არ გამკვირვებია. მეორე ტურში იმდენად საინტერესო და სრულყოფილი ნომერი გვქონდა, ვინც ამას ლაპარაკობს გულის სიღრმეში თვითონ მიხვდებოდნენ, რომ არ არიან მართლები. ყველამ ნახა, რომ იქ ნიკა გვარამია არ ბერავდა ბუშტებს (იღიმება). ამიტომ ახლა უფრო ნაკლებად მაღიზიანებს მსგავსი კომენტარები.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 9 /
ლინა
საოცრად გონიერი ბაოა.ლამაზუნა.მორჩით ეხლა ბოღმიანებმა მკითხაობას:ნიჭია ბუშტების ბერვა თუ არა.ჯერ გაბერეთ და მერე თქვით რამე.ჯერ საქართველოში მსგავსი არაფერი მინახავს,მითუმეტეს ბავშვის გაკეთებული.იუთუბზე ვნახე მისი კლიპები.ნეტა რატომ არ იმღერა?!
04:36 / 06-01-2015
გამოხმაურება / 0 /
nino
cota xnit bushtebis samkaroshi icxovret,zalian momecona sakvareli da saintereso iko,kvela xom ver imgerebs da icekvebs
20:55 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მამუკა
კარგით,მართლა ნუ სეჭამეთ ბავშვი. ისე კი,ისეთი კარგია,შევჭამდი.
04:52 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ვეკო
დუდა,ნიკაზე დაბოღმილი ბავშვს რას ერჩი?!ნიჭი ბუშტების ბერვა კი არა, ლამაზი,კეთილი და განსხავებულის ჩვენება იყო.ისე კი,სწავლა ცეკვის და სიმრერის სრულიად შესაძლებელია.
04:48 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
7 წლის ბავშვი ასეთი მობილიზებული რომ იდგა სცენაზე,თავისი წარმოდგენა ასე სრულყოფილად წარმოაჩინა,მგონი ეს მეტყველებს ნიჭზე სხვა რომ არაფერი ვთქვათ.დიდ წარმატებას გისურვებ თეკლა!!!!!!!
15:24 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS