18 დეკემბერი, 2014
ეკა კვალიაშვილს ჯანმრთელობა გაურთულდა - ''ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით მივედი...''
ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა ეკა კვალიაშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით ბევრჯერ დაიწერა. მომღერალი გულდაწყვეტილია, რომ მის ავადმყოფობას ბევრი არ იჯერებს და აფიორაში ადანაშაულებენ. ალბათ ამის გამოა, რომ მომღერალმა თავისი ამბები ბევრჯერ დეტალურად აღწერა სოციალურ ქსელის დახმარებით.

სამწუხაროდ ბარბარობის დღესასწაულზეც მომღერალს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექნა.

''დღეს, მართლა , პირველად შემეშინდა, ლუკა (შვილიშვილი) გავიყვანე, თან მინდოდა, აფთიაქში შევსულიყავი და ამიტომ, სახლის ტერიტორია დავტოვე და ქუჩაში გავედი.

ნახევარი გზა გავიარე, და უცებ, დამეწყო საშინელი შეტევა, ვიხრჩობოდი, ნაბიჯს
ვერ ვდგამდი. ოდნავ ენერგიის დახარჯვა და შეტევა მიძლიერდებოდა.

არა, სიკვდილის არ შემშინებია, მერწმუნეთ, უბრალოდ, ბავშვთან ერთად ვიყავი. ქუჩაში, სადაც არცერთ ადამიანს არ უკითხავს, ხომ არ დაგეხმაროთო. შემეშინდა, რომ არ დავვარდნილიყავი და სული არ დამელია, ჩემი პატარა შვილიშვილი არ დამეტოვებინა, ასე უპატრონოდ, უცხო ადამიანებში.

ბავშვის ეტლზე დაყრდნობილი, ხრიალით, მივედი იქვე. ჩემს ბედად, პატრული იყო გაჩერებული, და ვთხოვე დახმარება, მათ მიპატრონეს, გაახაროთ ღმერთმა, სახელიც ვერ ვკითხე, ჩამსვეს ტაქსში ბავშვსაც მიმიხედეს და გამომიშვეს სახლში, მეუბნებოდნენ, სასწრაფოს გამოვუძახებთო, მე უარი ვთქვი, ამის მერე გავიდა საკმაოდ ბევრი საათი.

და ახლა, დამიმშვიდდა შეტევა, სუნთქვა აღმიდგა, მაგრამ, საშიმლად მტკივა თავი...

ბარბარობის დღის მადლმა არ გამწირა, დარწმუნებული ვარ. ადამიანებო, თუ დაინახავთ ქუჩაში ვინმეს უჭირს, ცუდადაა, ჰკითხეთ, დახმარება ხომ არ სჭირდება. იქნებ თქვენზეა დამოკიდებული ამ ადამიანის სიცოცხლე იმ კონკრეტულ წუთს. სულ ეს იყო, მადლობა ღმერთს, გადავრჩი. საშინლად მტკივა თავი...'' -  წერს ეკა ''ფეისბუქზე.''

სალომე დადიანი

ბეჭდვა