18 დეკემბერი, 2014
პრეზიდენტის მეამბოხე ქალიშვილი ცოლად დედინაცვლის მოგვარეს გაჰყვა – ''მართლა მამიდა რომ იყოს, გაგიტყდება...''
არ ვიცოდი, როდის და რას აპირებდნენ ანა მარგველაშვილის გათხოვების ამბავს თავიდან ბევრი არ იჯერებდა. რატომღაც ეგონათ, რომ პრეზიდენტის მეამბოხე ქალიშვილი ხუმრობდა ან მეგობრებთან ერთად უბრალოდ გაერთო. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ანა და გიგი ჩიჩუა მართლაც დაქორწინდნენ. გიგის ძმას მუსიკოს ლევან ჩიჩუას რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- ლევან, მოგილოცოთ ძმის გაბედნიერება?
- კი, ნამდვილად დაქორწინდნენ.
- გილოცავ, ორივეს ბედნიერებას ვუსურვებ. მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღეს ანამ და გიგიმ. შენ ელოდი მათგან ასეთ ნაბიჯს.
- არ ვიცოდი, როდის და რას აპირებდნენ,
მაგრამ სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ და ვიცოდი, რომ ყველაფერი ამით დამთავრდებოდა.
- როდესაც ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობდი, ანა მარგველაშვილი ხშირად ესწრებოდა პროექტს და გგულშემატკივრობდა. მაშინ დაიწყო მათი ურთიერთობა?
- არა, მანამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს. უკვე დიდი ხანია, შეყვარებულები არიან.
- პირველი ლედი მაკა ჩიჩუა და თქვენ ნათესავები ხართ?
- მაკა არის გიგას მამიდა და გიგამ ნათესავი მოიყვანა ცოლად, ნწ, ნწ, ეს რა მომხდარა. ვერ ვხვდები ხალხი ასეთ რამეს როგორ უნდა წერდეს. როგორ უნდა იყვნენ ნათესავები გიგი და ანა, საინტერესოა. აბსურდია ეს ჭორები. მაკა ანას დედინაცვალია და რა პრობლემაა, ამაში ვერ ვხვდები.
- ნათესავებიც რომ იყოთ თქვენ, არანაირად არ გამოდის ისე, რომ ნათესავი მოიყვანა გიგიმ ცოლად.
- კი, მაგრამ მართლა მამიდა რომ იყოს, გაგიტყდება. მხოლოდ მოგვარეები ვართ და სხვა არაფერი.
- ანა და გიგი ქორწილს როდის გეგმავენ?
- ჯერ არ ვიცი. თვითონ როგორც გადაწყვეტენ, ყველაფერი ისე იქნება.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ლელა
რა მაგარი ფოტოაააააააააააააააააააააააააააააააააააა
13:19 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS