17 დეკემბერი, 2014
გია ჯაჯანიძემ გადაცემის ჩაწერის დროს გონება დაკარგა - ''დავინახე თუ არა გველი...''
წამყვანებმა ბაგირის ნაცვლად ტომარიდან გველი ამოიყვანეს გასულ კვირას გადაცემაში ''ბინა 18'' ასეთი ინციდენტი მოხდა. გადაცემაში მიწვეულნი იყვნენ გია ჯაჯანიძე და მერსი სულხანიშვილი. გადაცემის წამყვანებმა ლევან გოგორელიანმა და თემო მჟავიამ სტუმრებს თამაში შესთავაზეს. უნდა გამოეტანათ ბაგირი, ერთ მხარეს სტუმრები დამდგარიყვნენ, მეორე მხარეს გადაცემის წამყვანები და ვინც გადასძალავდა, ის გუნდი იქნებოდა გამარჯვებული.
წამყვანებმა ბაგირის ნაცვლად ტომარიდან გველი ამოიყვანეს. გველის დანახვაზე გიამ ფერი დაკარგა და ძირს დაეცა. გადაცემის ჩაწერა შეწყდა, სტუმარს წყალი მიართვეს, გონზე მოიყვანეს. ცოტა ხანში გიამ ფაქოს
შეხედა და უთხრა, - და შენ ეს ყველაფერი დაიჯერეო.
ჩვენ გიას დავუკავშირდით და ამ ინციდენტის დეტალები ვკითხეთ.

- გია, რა მოხდა რეალურად, გველების მართლა ასე გეშინია?
- არა, საერთოდ არ მეშინია გველების. თუ გახსოვსთ, ერთ-ერთ გადაცემაში გველი თავზე შემოვიხვიე, გულზე გადავიტარე. საქმე იმაში, რომ მათ წინასწარ არ გამაფრთხილეს, ამით რომ უნდოდათ ჩემი შეშინება. მთავარი ეფექტი სწორედ ეს უნდა ყოფილიყო. დავინახე თუ არა გველი, გამიხარდა, მომეცით-მეთქი, ვუთხარი. შეწუხდნენ, ჩაგვიშალე შოუო. გაგეფრთხილებინეთ მაშინ, რომ უნდა შემშინებოდა-მეთქი, ვუთხარი და თავიდან გადავიღეთ ეს სცენა.
- გამოდის, რომ გონების დაკარგვა გაითამაშე?
- ასეა. მე შოუმენი ვარ, ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ გადაცემა საინტერესო გამოვიდეს. ასეც მოვიქეცი. ნიჭიერი ვარ, ნიჭიერი.
- მერე გეცადა ბედი ამ პროექტში, წელს ბოლო სეზონია თურმე.
- მე ხომ დამწყები ნიჭიერი არ ვარ, უკვე ცნობილი ნიჭიერი გახლავართ (იცინის).

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
გიო
მაგარი უაზრო გადაცემა აქვს ჯერ მამაოები მოიწვია გუშინ მერე ეროტიული მასაჟი იყო თუ რაღაც მაგდაგვარი აეეე. ჯაჯანიძე სულ გამოლაფსუსდი და არავინ გეუბნება
14:42 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS