16 დეკემბერი, 2014
სად გადავიდა ''იმედიდან'' სკანდალით წასული მარგო - ''ფარული გრძნობა გვაქვს...''
ჩემი გმირი შეყვარებულია ცხოვრებაზე მას მერე რაც მარგო ლუჩკომ ''შალვა რამიშვილის შოუ'' დატოვა, ტელეწამყვანი ''K პროდაქშენისა და ''რუსთავი 2''-ს ახალ პროექტში მიიპატიჟეს. კომედია ''ახალ წელს დაკარგულები'' 2 იანვარს გავა საქართველოს კინო-თეატრებში. მანამდე მარგოს ფილმის გადაღებებზე ვკითხეთ.

- ვთამაშობ ერთ-ერთი მომღერლის პროდიუსერის ასისტენტის როლს. ჩემთან ერთად ფილმში ძალიან ბევრი მომღერალი და მსახიობია დაკავებული. მათ შორის არის ჩემი პარტნიორი, დავით დარჩია. ყველაფერი ხდება სამცხე-ჯავახეთში. რაბათში დავიკ
არგე.
- შეყვარებულია შენი გმირი?
- ჩემი გმირი შეყვარებულია ცხოვრებაზე, ადამიანებზე. არავის არ გავს, უცხოპლანეტელი გოგოა (იცინის).
- დავით დარჩიას გმირთან რომანი ხომ არ გაქვს ფილმში.
- ძალიან სასაცილო სცენები გვაქვს, ერთმანეთი მოგვწონს, ფარული გრძნობა გვაქვს. დანარჩენს ფილმში ნახავთ.
- სცენარი ვის ეკუთვნის.
- ძალიან სასაცილო სცენარი დაწერა ნიკა რამიშვილმა, დრუპიმ. სპეციალურად ამ ფილმისთვის საქართველოში ჩამოდის ირაკლი ფირცხალავა.
- კიდევ ვინ მონაწილეობს ფილმში?
- ''ქუჩის ბიჭები'', აჩი მეფარძე, რომელთანაც ძალიან სასაცილო სცენა მაქვს, ლელა წურწუმია, ლიკა ქორქია, დათო ხუჯაძე, ''ფორტე'', ''მგზავრები'', ''სეიშენი''.
- გადაღებები დასრულებულია?
- ჯერ არა, გადაღებები მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთში, ბაკურიანში, აბასთუმანში, თბილისში. ერთი სიტყვით, ძალიან სახალისო ფილმი გელით წინ. პრემიერა 2 იანვარს გაიმართება. თვის ბოლოს კი ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი ნახავს ამ კომედიას.

ნინო მჭედლიშვილი

ბეჭდვა