16 დეკემბერი, 2014
სად გადავიდა ''იმედიდან'' სკანდალით წასული მარგო - ''ფარული გრძნობა გვაქვს...''
ჩემი გმირი შეყვარებულია ცხოვრებაზე მას მერე რაც მარგო ლუჩკომ ''შალვა რამიშვილის შოუ'' დატოვა, ტელეწამყვანი ''K პროდაქშენისა და ''რუსთავი 2''-ს ახალ პროექტში მიიპატიჟეს. კომედია ''ახალ წელს დაკარგულები'' 2 იანვარს გავა საქართველოს კინო-თეატრებში. მანამდე მარგოს ფილმის გადაღებებზე ვკითხეთ.

- ვთამაშობ ერთ-ერთი მომღერლის პროდიუსერის ასისტენტის როლს. ჩემთან ერთად ფილმში ძალიან ბევრი მომღერალი და მსახიობია დაკავებული. მათ შორის არის ჩემი პარტნიორი, დავით დარჩია. ყველაფერი ხდება სამცხე-ჯავახეთში. რაბათში დავიკ
არგე.
- შეყვარებულია შენი გმირი?
- ჩემი გმირი შეყვარებულია ცხოვრებაზე, ადამიანებზე. არავის არ გავს, უცხოპლანეტელი გოგოა (იცინის).
- დავით დარჩიას გმირთან რომანი ხომ არ გაქვს ფილმში.
- ძალიან სასაცილო სცენები გვაქვს, ერთმანეთი მოგვწონს, ფარული გრძნობა გვაქვს. დანარჩენს ფილმში ნახავთ.
- სცენარი ვის ეკუთვნის.
- ძალიან სასაცილო სცენარი დაწერა ნიკა რამიშვილმა, დრუპიმ. სპეციალურად ამ ფილმისთვის საქართველოში ჩამოდის ირაკლი ფირცხალავა.
- კიდევ ვინ მონაწილეობს ფილმში?
- ''ქუჩის ბიჭები'', აჩი მეფარძე, რომელთანაც ძალიან სასაცილო სცენა მაქვს, ლელა წურწუმია, ლიკა ქორქია, დათო ხუჯაძე, ''ფორტე'', ''მგზავრები'', ''სეიშენი''.
- გადაღებები დასრულებულია?
- ჯერ არა, გადაღებები მიმდინარეობს სამცხე-ჯავახეთში, ბაკურიანში, აბასთუმანში, თბილისში. ერთი სიტყვით, ძალიან სახალისო ფილმი გელით წინ. პრემიერა 2 იანვარს გაიმართება. თვის ბოლოს კი ''რუსთავი 2''-ის მაყურებელი ნახავს ამ კომედიას.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
იზი
ასე გეთქვა თავიდანვე, რომ საქმეში რუსთავი 2 იყო ჩAრეული, თორე ამას ვერ დავცინებდი, იმას ვერ გავაკეთებდი რასაც შალვა მავალებდა, სასაცილოა. დაცინვები და გასაკეთებელი რაც არ არის იმის კეთება რუსთავი 2-ის კოზირის ტუზია. მაგალითების წერა მეზარება, ცოტას თუ დაფიქრდები თავად გაიხსენებ.
09:32 / 21-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარია
ძალიან მიხარიან.რაში გენაგვლება მარიამ,ვინ საიდან არიან გაყრილები მთავარია ჩამკვდარებულია იმედი.უსხივო არხია მარტლაც ტუ რამ კარგი ხდება ყველაპერი რუსთავი 2რზეა,მეხიც ორივეს დავაყერე მაგრამ რაც მართალია მართალია ყვირის რუსტავი ორი და იმედი ყუთხში ატუზულივით არის
19:22 / 20-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
სასაცილოა იმედიდან გაყრილების ტელევიზია უნდა დაერქვას ბოროტების ბუნაგ რუსთავი-2. მარგო სად იქნება რა მნიშვნელობა აქვს, ვინ არის რას წარმოადგენს, მადლობა უთხრას შალვას რომ გამოაჩინა.
18:44 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS