15 დეკემბერი, 2014
მარიამ როინიშვილი ლომაიას სკანდალურ ბრალდებას პასუხობს – გატეხილი ნეკნის ისტორია
ვის აბოლებთ თქვენ? თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ეფექტს არ იძლევიან მარიამ როინიშვილის გატეხილი ნეკნის ამბავი პირველად სწორედ ჩვენს საიტზე გახმაურდა. მარიამის დედამ, ქალბატონმა თამარიკო ჭოხონელიძემ გვიამბო, როგორ უძლებდა მარიამი ტკივილს და რატომ არ ამხელდა აქამდე მიღებულ ტრავმას.

მალევე მარიამსა და ქალბატონ თამარს პარაფსიქოლოგი, ირაკლი ლომაია გამოეხმაურა. - ''ახლა რომ ერთი ცნობილი სახის გავრცელებულ ინფორმაციას გამოვეხმაურო, დარწმუნებული ვარ, ისევ მწარედ ავლაპარაკდები და იტყვიან, რა მწარე ენა ჰქონია ლომაიასო. მერე მას ისევ ჩემი ლანძღვა მოჰყვება როგორც სჩვევიათ და
ასე…

არა და რა რთულია, როცა ხარ ექიმი და გესმის ზუსტად ის ზღაპარი, რაც პრაქტიკულად შენი საქმეა და ვიღაცა გამოდის და ამბობს, რომ თურმე გაბზარული ნეკნით ცეკვაც კი შეძლო. ეს იცით როგორი ზღაპარია? და საერთოდ იცით ნეკნის გაბზარვის დროს როგორი ტკივილები იცის?

მითუმეტეს ნეკნების შეხორცება (ცდომის გარეშე) ძალიან მტკივნეული პროცესია, რადგან ამ დროს გულმკერდის ღრუ მონაწილეობს სუნთქვის პროცესში, ნეკნთაშუა კუნთების ხარჯზე ხორციელდება მათი მოძრაობა (ცრუ ნეკნების გარდა) ამიტომ გაბზარული ნეკნის ბოლოები შესაბამისად მოძრაობენ გულმკერდთან ერთად, შეხორცების პროცესი კი სამ კვირამდე ან მეტი გრძელდება.

ამ პერიოდში კი ყოვლად შეუძლებელია პაციენტი ფეხზე დაგდეს, მას ფიზიკურად ვერ ექნება დგომის თავი მითუმეტეს, არა თუ ცეკვის. ვის აბოლებთ თქვენ? თუ ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები ეფექტს არ იძლევიან, სასურველია გაკეთდეს ნეკნთაშუა ნერვის ბლოკადა. ხოლო ასეთ დროს მჭიდრო ნახვევი არ არის მიზანშეწონილი, რადგან შეიძლება შეიზღუდოს გულმკერდის ექაკურსია (მოძრაობა).

ასე, რომ ბოდიში თქვენთან, მაგრამ როგორც ყოველთვის სიმართლეს ვქადაგებ და ეხლა გინდ გეწყინოთ და გინდ არა, უბრალოდ არ შეიძლება ადამიანების ასე მოტყუება და მანიპულირება, რომ აი, თურმე ნეკნგაბზარული ცეკვავს და აუცილებლად იმსახურებს ხალხისგან ზღვა ესემესებს..."

ჩვენ მარიამს დავუკავშირდით და ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ვთხოვეთ.

- ნამდვილად არ მაქვს სურვილი ამ ადამიანის განცხადებებზე კომენტარები ვაკეთო. მოვა დრო და ამ თემაზე ექიმები თავად გააკეთებენ კომენტარს.


ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 21 /
თეთა
გატეხილი ნეკნით შეუძლებელია ის ილეთები გააკეთო, რასაც მოცეკვავე აკეთებს, შეიძლება ნელა-ნელა იარო, მაგრამ ასეთი ილეთების გაკეთება შეუძლებელია))))
13:41 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ექიმი
ლომაია მარტალია
16:14 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
გია
არ შეიძლება არ დაეთანხმო ლომაიას. სამწუხაროდ მეც მაქვს გამოცდილი, თუ როგორი მტკივნეულია ნეკნის გატეხვა. გოგირდოვან აბანოში რამოდენიმე წლის უკან ნეკნი გამიბზარა მექისემ, რომელსაც მთელი 4 თვე ვმუკრნალობდი. ეს იყო ტანჯვა. ფეხზე ძლივს დავდიოდი. რომელ ცეკვაზე საუბრობთ საერთოდ. კარგით რა.
12:41 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
სუნთქვის პრობლემა ექნებოდა და ძალიან მაგაარი ტკივილები, რამდენიც გინდათ იმდენია გაბზარული ნეკნით რომ დადის უფულობის გამო...
12:00 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლულუ
მე ამ პროექტს საერთოდ არ ვუყურებ და არ ვიცი ვინ როგორ ცეკვავს და ვის რა აქვს მოტეხილი, მაგრამ ფაქტია: გაბზარული ნეკნით ადამიანი ვერც გაივლის ნორმალურად, რომელ ცეკვაზე ლაპარაკობთ საერთოდ :))) ნაღრძობი ფეხით ვერ დადის ადამიანი და გაბზარულ ნეკნს ეხუმრებით? :))))
22:02 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS