12 დეკემბერი, 2014
ლოლიტასა და გიორგი წერეთლის ქორწილის ექკლუზიური დეტალები – როგორ დაამარცხეს ასაკობრივი სხვაობა
იერუსალიმში ვაპირებთ ჯვრისწერას მომღერლებმა გიორგი წერეთელმა და ლოლიტამ ხუთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ გადაწყვიტეს ურთერთობისთვის ოფიცალური სახე მიეცათ და ხელი რიტუალების სასახლეში მოაწერეს. როგორც გიორგი ამბობს, შეყვარებული წყვილისთვის ხელმოწერა პრიორიტეტული არ ყოფილა, ამისთვის მათ მიზეზი ჰქონდათ.

- გიორგი, პირველ რიგში გილოცავთ გაბედნიერებას, ხუთი წლის თავზე გადაწვიტეთ თქვენი ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე მიგეცათ...
- ამერიკის საელჩომ გადაგვიწყვიტა. ხელმოწერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, უბრალოდ ამერიკაში ვაპირებთ წასვლას და ჩვენი ცოლ-ქმრობა საბუთით უნდა დაგვედასტურებინა.
- ეფექტური პატარძალი გედგათ გვერდით, ვინ იზრუნა
ლოლიტას ჩაცმულობაზე?
- ეს ალბათ თვითონ ლოლას ჰკითხოთ ჯობია. მაგ საქმეებში კაცებს არ ახედებენ. ხელმოწერამდე არც მინახავს კაბა. ლოლიტას თეთრი საპატარძლო კაბა არასდროს სცმია. შესაბამისად ეს სიტუაცია გამოვიყენეთ.
- იყო ეს მისი ოცნება?
- რა თქმა უნდა, თეთრი საპატარძლო კაბის ჩაცმა ყველა ქალის ოცნებაა.
- ქართულიც იცეკვეთ?
- ქორწილი არ გვქონია. ხელმოწერის შემდეგ მეჯვარეებთან ერთად ავედით მეგობართან, ყავა მივირთვით, გამოვიცვალეთ და წავედით სამსახურში. კიდევ ვიმეორებ, ხელმოწერა ჩვენთვის პრიორიტეტული არ იყო. ჯვრისწერა სხვაა. იერუსალიმში ვაპირებთ ჯვრისწერას და ამისთვის ვემზადებით. ეს კი ნამდვილი დღესასწაული იქნება.
- ამერიკაში საცხოვრებლად მიდიხართ თუ საქმიანი ვიზიტი გაქვთ?
- კონცერტები გვაქვს. თან გვინდა ეს ქვეყანა ვნახოთ. ყველა ქვეყანაში ვიმოგზაურეთ, ამერიკა ჯერ არ გვინახავს. იქ ბევრი მეგობარი გვყავს.
- დღემდე საუბრობენ ქალქში თქვენს ასაკობრივ სხვაობაზე, თუმცა ციფრი ნამდვილად არ მახსოვს...
- მე ვარ ლოლიტაზე ხუთი წლით უფროსი. როცა სიყვარულში ასაკობრივ სხვაობას უსვამენ ხაზს, ეს სასაცილოა. ლოლიტა ჩემთვის არის პატარა, კარგი ლამაზი გოგო, რომელიც სანატრელია ბევრი მამაკაცისთვის. როცა გიყვარს, იქ ასაკზე აღარ ფიქრობ. საერთოდ ვერ ვგრძნობ, რომ ის ჩემზე უფროსია. ლოლიტა ზუსტად იმ ასაკშია, რომელ ასაკშიც მე მაწყობს, რომელ ასაკშიც სიყვარული შეუძლია, სიყვარულს აფასებს და უფრთხილდება.

ნინო მჭედლიშვილი

ბეჭდვა