11 დეკემბერი, 2014
ზურა გორგაძე გოჩა ჩერტკოევს უპირისპირდება: „თუ სამართლიანი იყო, რატომ დასჭირდა უკანა კარით გაპარვა“
თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა საშა და ალიონა „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მორიგი ტური სალომე ჭაჭუას და ზურა გორგაძის წყვილმა დატოვა. მოცეკვავეებმა ორ-ორი ცეკვა შეასრულეს. პირველი ცეკვის მერე სალომემ და ზურამ გოჩა ჩერტკოევისგან მხოლოდ 5 ქულა დაიმსახურეს. „კარგი ცეკვა იყო, მაგრამ ის არ იცეკვეთ, რაც დაგავალესო“, - აღნიშნა გოჩამ. პროექტის დატოვებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ზურა გორგაძემ სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. 

„რამდენი რამის თქმა მინდა და საიდან დავიწყო არც კი ვიცი, მაგრამ
დავიწყებ ყველაზე მნიშვნელოვანი რამით, უღრმესი მადლობით, რომელიც თქვენ ჩემო მეგობრებო, უბრალოდ ნაცნობებო, ''ფეისბუქის'' მეგობრებო, მთლიანად საზოგადოებას გეკუთვნით. მადლობა ძალიან ცოტაა იმის სანაცვლოდ, რაც თქვენ ჩემთვის გააკეთეთ. არ არის მარტივი მასისთვის ჯერ კიდევ უცნობი ადამიანი თითქმის ფინალამდე მივიდეს...

პროექტმა ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც მომცა, ეს თქვენი გულშემატკივრობა, უამრავი თბილი შეტყობინება, კომენტარი და სიყვარულია, რაც შეეხება გუშინდელ დღეს, ბოდიშს ვიხდი იმისთვის, რომ თქვენი მოლოდინი ბოლომდე ვერ გავამართლე, თუმცა ბოდიში მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა მოიხადოს ჩემი და თქვენი საზოგადოების წინაშე.

გუშინ ერთმა სუბიექტმა, სახელად გოჩამ, არა მარტო მე, არამედ საზოგადოება ფეხებზე დაიკიდა, ვციტირებ მის სიტყვებს:

"ეს მოსწონს საზოგადოებას, ხალხს, ეს არის მაგარი შოუ, ბრავო," მაგრამ არ მოსწონდა თავად, ვერ მოინელა სალომე ჭაჭუა, ვერ მოინელა დიმა, საშა და ალიონა, ჩვენი არაჩვეულებრივი ქორეოგრაფები, რომლებიც თან გვყვებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ პროექტის და მონაწილეების წარმატებისთვის.

ვერ მოინელა მათი კეთილ განწყობა ჩემსა და სალომეს მიმართ, რომლებიც მაინც განაგრძობდნენ ჩვენს დახმარებას. ვერ მოინელა პირდაპირ ეთერში მადლობა ჩემგან, დიმას საშას და ალიონას, რომლებსაც პროექტი უკვე დატოვებული ჰქონდათ. 

უფრო სწორად პროექტი დაატოვებინეს, არა, დააატოვებინა - გოჩამ დაატოვებინა, ისევე როგორც მე, პროექტი გოჩამ დამატოვებინა და არა საზოგადოებამ.

მხოლოდ ეს მამშვიდებს და ამავდროულად ძალიან მაღიზიანებს. მათ ვისაც ჰგონია, რომ მხოლოდ მესიჯები წყვეტს, გეტყვით, რომ ასე არ არის ჟიურის დაბალმა ქულამ შესაძლებელია პროექტი დაგატოვებინოს, რამდენი სმს-იც არ უნდა გქონდეს, რაც მოხდა გუშინ... გოჩა!

თუ შენი შეფასება სამართლიანი იყო, რატომ დაგჭირდა ლაივის დასრულების თანავე გაძლიერებული დაცვა და უკანა კარიდან ჩუმად გაპარვა ისე, რომ ვერავინ თვალი ვერ მოგკრა, როგორ აორთქლდი. შეგეშინდა? რისი შეგეშინდა, ხელით მაინც არავინ შეგეხებოდა, რადგან მორიგ სიამოვნებას ჩემი, ან ჩემი ახლობლების ციხეში ჯდომით ვეღარ მოგანიჭებდი.

ერთი-ორ სალანძღავ სიტყვას კი ნამდვილად მიიღებდი, რაც ისედაც არ გაკლია, ნახავარი საქართველო იგივეს აკეთებს. ეს შესაძლებლობა ჯერ კიდევ ლაივში მქონდა, რაც ნამდვილად გეკუთვნოდა, მაგრამ არ ვაკადრე საზოგადოებას და ტელეკომპანია იმედს. და კიდევ, მივმართავ ადამიანებს, რომლებმაც ბოროტად იცრუეს და გაავრცელეს ინფორმაცია, რომ თითქოს შეძლებული ოჯახიდან ვარ, თითქოს ბევრი ფული მაქვს და უამრავი ნომერი მქონდა ნაყიდი, რომლებზეც დიდი თანხა მედო და ვერავინ გამაგდებდა პროექტიდან...

ამ ცრუ ინფორმაციამ გოჩაც კიდევ უფრო აღაგზნო და მანაც არ დააყოვნა.

პასუხი: მე ვარ ზურა გორგაძე, დავიბადე და გავიზარდე ზესტაფონის რაიონში, სკოლაც იქ დავამთავრე მშობლები უმაღლესი განათლებით თავს ზესტაფონის ბაზარში ვაჭრობით ირჩენენ. მე ჩემს ძმასთან, ძმის შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობ თბილისში, ნაქირავებ ბინაში (ამიტომაც ამ პროექტში წარმატება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის) და სხვა უამრავი რამ.

ვმუშაობ ძალიან ბევრგან და 16 წლიდან ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის, რომ მხოლოდ საკუთარი პატიოსანი შრომით, რამეს მივაღწიო და ასეც გავაგრძელებ. რატომ არ გავაჟღერე ეს ყველაფერი პროექტის მსვლელობისას? (იმიტომ, რომ თავის შეცოდებებს სხვისას ვერ ვიტან) იმიტომ, რომ არ მინდოდა და არასოდეს მენდომება პროვოცირება გავაკეთო ოჯახურ მდგომარეობაზე და რაღაც სენტიმენტებზე, რაც ყველას ცხოვრებაში ისედაც არსებობს.

ეს ყველაფერი პროექტთან არაფერ შუაში იქნებოდა აქ კი დავწერ ჩემს გვერდზე, იმიტომ რომ ეს ჩემი რეალობაა ჩემი რეალობაა ისიც რომ დღეს მე უმრავი ადამიანისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ, რაც ჩემთვის მანქანაზეც და ბინაზეც მნიშვნელოვანია. დარჩენილ ყველა მონაწილეს წარმატებას ვუსურვებ ძალიან მიყვარხართ...“

სალომე დადიანი 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 50 /
ნინი
სალომეს მოუძებნეთ ღირსეული მეწყვილე,ზურაც ძალიან მომწონდა მაგრამ უფრო ცოცხალი,მოქნილი მეწყვილე სჭირდება
16:24 / 19-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
ერთი მატყუარა ხარ მურატ ილდირიმს ხომ მაგრად ახმოვანებ ? სავაში გაახმოვანა ვითომ ბიჭმა საერთოდ თუ იციან მაესტროს ტელევიზიაში შენ ვინ ხარ ? არა იმიტომ რომ იქ თვალით არავის არ უნახიხარ .ცეკვით კი არ ცეკვავდი არამედ იდექი ადრე უნდა წასულიყავი სახში ,სალომე კი ცოდვაა ერთი კარგი მეწყვილეს ღირსი არის
20:10 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თაა მუუ
ღა ბოღმიანები ხართ,რომელიმემ იცეკვეთ ზურაზე უკეთესად,რაც ილაპარაკა სიმართლე ილაპარაკა და გოჩასნაირი ნაგავი მანდ არუნდაიჯდეს.
00:52 / 18-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თაკო
რადგან სალომესთან ცეკვავდა და გიორგის და სალომეს მეჯვარეა მაგიტომ უნდა გაემარჯვა თუ რა უნდოდა ვერ გავიგე :) მართლა სუსტი კონკურსანტი იყო და სირცხვილია თავის ასე გაბანძება რააა
21:49 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
ვფიქრობ რომ დარჩენილი წყვილებიდან ის ყველაზე სუსტი იყო, ასე რომ უსამარტლობას ვერსად ვხედავ.
16:18 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS