11 დეკემბერი, 2014
მარიამ როინიშვილი გაბზარული ნეკნით ცეკვავს – გაუსაძლისი ტკივილის გამო საავადმყოფოში მოხვდა...
მალავდა, რომ არ გვეთქვა და პროექტი არ დაეტოვებინა ''მაპატიეთ მთელი დღე ვერ მოვახერხე შეგხმიანებოდით, რადგანაც ძალიან აღელვებული ვიყავი მარიამის გამო. უბრალოდ გუშინ არ ჩავთვალე საჭიროდ ამის დაწერა. საქმე იმაშია, რომ ერთი თვეა იტკიებს მარჯვენა ფერდთან ერთ ადგილს, გაუსაძლისი ტკივილები აქვს და სულ გამაყუჩებელს სვამს.

ვეხვეწები წამომყვეს ექიმთან, მაგრამ არ მომყვება. კვირას პროექტის ექიმმა ძალით წაიყვანა საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ გაბზარული ნეკნით დადიოდა, აღარ ვამბობ, რომ ცეკვავდა! ბოლო ოთხი ტურის განმავლობაში.

მალავდა, რომ
არ გვეთქვა და პროექტი არ დაეტოვებინა.

ნორმალურია ეს საქციელი?! გულშემოყრილი ვარ. შეხორცება დაწყებული აქვს, მაგრამ ტკივილი ძლიერია. გუშინ გამაყუჩებლებით და მოყინვით იცეკვა. ჩემი ასლია, ტკივილს ითმენს.

დაბნეული ვარ, ისიც არ ვიცი ამ სიტუაციაში როგორ მივეშველო, რომ ტკივილი ცოტა მაინც შევუმსუბუქო. მაპატიეთ, რომ თავს მოგახვიეთ ჩემი პრობლემა, მაგრამ ალბათ სწორად გამიგებთ, მეგობარი სწორედ ამ დროს გინდა! ამიტომ დამაგვიანდა მეთქვა თქვენთვის უდიდესი მადლობა გუშინ ასეთი მხარდაჭერისთვის! ვერ წარმოიდგენთ რა გახარებული და იმედიანი იყო...

ღმერთმა გაგახაროთ და გაგაძლიეროთ! დიდი მადლობა! მიყვარხართ!'' - ეს პოსტი დღეს მომღერალმა, თამრიკო ჭოხონელიძემ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე განათავსა. თამრიკოს დავუკავშირდით და მარიამის ჯანმრთელობის მდგომარეობა ვკითხეთ.

- საგანგაშო არაფერია. ძლიერი ტკივილები აქვს, უბრალოდ ამის თქმა არ უნდოდა. კამერებმაც გადაიღეს, როგორ წაიყვანეს მარიამი სარეპეტიციო დარბაზიდან საავადმყოფოში, მაგრამ ეს კადრები მისი თხოვნით სიუჟეტში არ მოხვდა. მდგომარეობა გამწვავდა იმის გამო, რომ დამალა ეს ამბავი. ჩემთვის რომ დაეჯერებინა და ექიმთან გამომყოლოდა უფრო ადრე მოიხსნებოდა ეს პრობლემა.
- რას ამბობენ ექიმები, ხომ არ არის საშიშროება, რომ მარიამს პროექტის დატოვებამ მოუწიოს?
- ერთ-ერთმა ექიმმა ეს რჩევა მისცა, მაგრამ მარიამი თავად უარზეა. ამბობს, რომ სადაც ამდენი ითმინა, ამ ტკივილსაც აიტანს. ვნახოთ, რა იქნება. ძალიან ვნერვიულობ.
- მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ მარიამს.
- მადლობა.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
მეა
არ იყო საჭირო აჟიოტაჟის ატეხვა,გაბზარული ნეკნით კი არა ნემსის ნაჩხვლეტიც კი აწუხებს ადამიანს.მასე რომ ყოფილიყო,ვერ იცეკვებდა. არ შემომედავოთ!!
16:23 / 16-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკა
არც ერთ წინა პროექტში არ იყო ტრამვები, ახლა რა ხდება - მონაწილეებს ემართებათ ტვინის შერყევა, ფეხის მოტეხვა, ახლა ნეკნის გაბზარვა. გასართობი შოუ ტრამვების შოუდ იქცა, ვინ გაიმერჯვებს ნეტა, ვინც გადარჩება დამტვრევას და ბოლომდე მიაღწევს? არ არის საჭირო დიდი სირთულეები, გვაჩვენეთ ლამაზი ცეკვა.
17:28 / 15-12-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
მარიამმაც რომ დატოვოს პროექტი, აზრი დაეკარგება კონკურსს, ძლიერი და ღირსეული კონკურსანტია (როგორც ნუცა), ვგულშემატკივრობ მას და მინდა რომ ისევ ვიხილო პროექტში. გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, იმედი მაქვს სერიოზული ტრამვა არ იქნება და შეძლებს ცეკვის გაგრძელებას. წარმატებები მარიამს!
19:53 / 12-12-2014
გამოხმაურება / 1 /
ნინა
რახან შენ იტყვი
03:27 / 13-03-2021
???
კი, მაგრამ გუშინ აჩვენეს, რომ ჰერპესის გამო აქვს ტკივილებიო??? ვეღარაფერი გავიგე. რას იკლავთ თავს, შვილო?! თუ ცუდად ხარ, დაჯექი სახლში და თავს მიხედე!!!!
21:54 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ძალიან მიყვარს მარიამი,ჯანმრთელობას და წარმატებებს უსურვებ.მინდა რომ აუცილებლად გააგრძელოს პროექტში მონაწილეობა...ექიმები დაეხმარეთ....
20:59 / 11-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS