11 დეკემბერი, 2014
მამა ანთიმოზი ერეკლე დეისაძესთან გადაღებულ ფოტოზე პირველ კომენტარს აკეთებს: ''ვცდილობ, რომ აღსარების სურვილი გაუჩნდეს...''
წერდნენ, ერეკლე დეისაძესთან, რომელიც ''საიდუმლო სირობის'' ავტორია მამაო როგორ მეგობრობსო სოციალურ ქსელში ერეკლე დეისაძის, გუკა რჩეულიშვილის, მამა ანთიმოზის და მიშა მესხის საერთო ფოტოს გავრცელების შემდეგ მამა ანთიმოზს ბევრი აკრიტიკებდა. წერდნენ, ერეკლე დეისაძესთან, რომელიც ''საიდუმლო სირობის'' ავტორია მამაო როგორ მეგობრობსო. მამაომ სოცილურ ქსელში ამ თემაზე კითხვაც დასვა, "ვის გინდათ, რომ ერეკლე დეისაძე ჯოჯოხეთში მოხვდეს? ხელი აწიეთ. მე არ მინდა. მაქვს უფლება, არ მინდოდეს? ერთხელ და სამუდამოდ მოვიშოროთ ქართველებმა სიძულვილის ენა, ერთმანეთის განკითხვა, ლანძღვა-გინება და სიყვარულის ენაზე
გადავიდეთ. იქნებ რამე გვეშველოს. არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)..."

აგორებული სკანდალის შემდეგ მამა ანთიმოზს რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- მამა ანთიმოზ, როდის გაიცანით ერეკლე დეისაძე?
- მიშა მესხი მეორესთან ვმეგობრობდი, მეგობრობა გავაგრძელე მის შვილთან - მსახიობ მიშა მესხთან. ერეკლე მიშას მეგობარია. მიშას სახლში გავიცანით ერთმანეთი.
- დიდი ხნის წინ?
- სამი თვის უკან.
- ერეკლე დეისაძის სკანდალური რომანი ''საიდუმლო სირობა'' გაქვთ წაკითხული?
- არა, მაგრამ გამიგია.
- და რაც გსმენიათ იქიდან გამომდინარე, რა აზრის ხართ?
- არ მომწონს. გაცნობის დროს თბილად მივიღე და ადამიანურად დაველაპარაკე. გაოცებული იყო. პირველად ვნახე მღვდელი ადამიანურად რომ მესაუბრებაო და დადებითად განეწყო ჩემს მიმართ.
- ამიტომ გაგიჩნდათ სოციალური ქსელით ერეკლეს დაცვის სურვილი?
- სურათი რომ გავრცელდა ერთი ამბავი ატყდა. მაშ შემდეგ სულ სკანდალებს ეძებენ.
- ერთ-ერთ ღონისძიებაზე ერეკლე დეისაძე, წლის სირცხვილად დაასახელეს. თქვენ მწერალს კარგად იცნობთ, როგორ დაახასიათებდით?
- კარგად არ ვიცნობ. თუმცა შემიძლია, ვთქვა, რომ გადამეტებულია ამ ბიჭის ლანძღვა და სატანად მოხსენიება. ვცდილობ, რომ აღსარების სურვილი გაუჩნდეს. ნიჭიერი ადამიანია. 20-იან წლებში საფრანგეთში გავრცელებულ დადაიზმს ბაძავს და ჯერ ბავშვია.

მერი კობიაშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
მაია
ანთიმოზ ობჩის ეკლესიაში გელოდებიან, უფრო ნორჩი მრევლი მოსულა...
12:44 / 30-10-2015
გამოხმაურება / 0 /
ნიმა
შენ ეკლესიის სირცხვილი ხარ-ანთიმოზა,თავზე უნდა გადაგახიოს საპატრიარქომ ეგ ანაფორა.რამდენს შეურყიე რწმენა ნორმალურ მამაოებზე.რა, დეისაძემ ხელი აიღო სიბინძურეების წერაზე თუ ისინი გადაეჩვივნენ ნარკოტიკს- რომელი დაადგა ჭეშმარიტ გზას. უბრალოდ მაგათნაირების წრეში მეტად მიღებული იქნები და შენც გულაობ მანტიაში გახვეული.მოგეკითხება თავის დროზე
01:41 / 19-09-2015
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ახალგაზრდები მართლა შემცირდა ტაძრებში უმეტესი ნაწილი შუახნის ადამიანებია ,20 წლის უკან პირიქით იყო,გამოდის ისევ ჩვენ დავდივართ, კომუნისტმა მშობლებმა ისე გაგვზარდეს რომ ეკლესიაში არმოვჩნდით,ჩვენ კი ეკლესიში დაგვყავდა ბავშვები და იქიდან გაგვექცნენ, რომ გაიზარდნენ, მიზეზი?ისაა რომ ეკლესიაში კი მივედით მაგრამ ჩვენი მშობლების თაობას ვერ ვაჯობეთ ადამიანობით!
22:54 / 17-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუკა
ოთო შენ ვინ მოგცა ბიჯო უფლება რო აკრიტიკო მამაო და გამოდიხარ აქ და ვინმეს რამეს ასწავლი.
00:22 / 14-12-2014
გამოხმაურება / 0 /
შუშუ
სამწუხაროდ, ერეკლესნაირებთან მეგობრობამ, ვერცხლისმოყვარეობამ, ბიზნესმენობამ ეკლესიას მე და ჩემნაირები ჩამოაშორა. არ დამიწყოთ ახლა გაკრიტიკება, ზეპირად ვიცი, რასაც მეტყვით.მე რომ წავედი, არავინ გამომკიდებია, არცერთ მღვდელს არ უკითხავს, რა გჭირსო და ერეკლეს კი ემეგობრებიან. მეც ახლა მართლაც გაუნათლებელივით ვიძახი: ღმერთის მწამს, მღვდლების დიდი ნაწილისა კი არა.
20:51 / 12-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS