08 დეკემბერი, 2014
ნანუკა გოგიჩაიშვილს გამთენიისას სადარბაზოსთან დახვდნენ - ''მერე უკვე სხვანაირად დავიცავ თავს...''
ეს არც პატივისცემაა, არც სიმპატიის გამოხატვა ნანუკა გოგიჩაიშვილი წლებია, ''რუსთავი 2''-ის დილის ეთერში მუშაობს. ამინდის პროგნოზის წამყვანი დიდი ხანია, თბილიში ერთ-ერთ ლამაზმანადაა აღიარებული. თაყვანისმცემლების არ აკლია. ზოგიერთი მათგანი დილით სამსახურში წასვლამდე ნანუკას ბინასთან ელოდება.

როგორც ჩანს, ნანუკას თაყვანისმცემელმა თავი ძალიან მოაბეზრა და შემდეგი შინაარსის სტატუსი დაწერა.

''დილას 6:00-ზე დამხვდა უცნობი ადამიანი (ჩემს სართულზე) და მელოდა სამსახურში წასვლამდე! ძალიან გთხოვთ, თავი შეიკავოთ "დილას" ან შუაღამეს დახვედრისგან თავი!

ეს არც პატივისცემაა, არც სიმპატიის გამოხატვა და არაფერი. აქ ვწერ
იმიტომ, რომ ერთგვარი გაფთხილებაა არც ვიმუქრები და არაფერი, უბრალოდ მერე უკვე სხვანაირად დავიცავ თავს, საშინელი მომენტია "დაუცველ გოგოს" შუაღამეს მოადგეს უცნობი ადამიანი.

ამის უფლება არავის არა აქვს.'' - წერს ნანუკა

სალომე დადიანი

ბეჭდვა