28 ნოემბერი, 2014
''მორცხვი ბოზები'' გია ჯაჯანიძის ჟანრის კლასიკად ქცეულ გადაცემაში - ''ის მინეტს არ აკეთებს...''
ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში შესვლისას მას ქერათმიანი მეძავი წარუდგინეს ''მრავალყვითელფურცელნაჭამ'' ქართულ საზოგადოებას ტელეეკრანზე უნახავს ქალად გადაკეთებული კაცი; ქალი, რომელსაც სურს, მამაკაცი იყოს; ძლიერი სქესის წარმომადგენლად დაბადებული, რომელსაც გრძელი თმა და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ურჩევნია მოკლე ვარცხნილობასა და კაცის უხეშ ფეხსაცმელს…

გვინახავს სტრიპტიზის მოცეკვავეებიც, მაგრამ ხუთშაბათს, ''იმედის'' ეთერში გია ჯაჯანიძემ თავის ახალ გადაცემაში ''სხვა რაკურსი'' ჟურნალისტებს ჯერ მთელი საქართველოს მასშტაბით ბორდელები შემოავლევინა და სიტყვა ''სექსის'' ტელეეთერში ძახილის თავისებური რეკორდიც დაამყარებინა, შემდეგ კი კაცი გამოძახებით წარმოგვიდგინა, უფრო სწორად, ბიჭი,
22 წლის გიორგი ქარქისაშვილი, რომელიც, ქართველი ''მორცხვი ბოზებისგან'' განსხვავებით, შესაბამისი ანაზღაურების პირობებში მინეტის გაკეთებასაც კი ''კისრულობს''.

ქართველმა ერმა გია ჯაჯანიძის ჟანრის კლასიკად ქცეულ ამ გადაცემაში ბევრი სიახლე შეიტყო. ერთ-ერთი მთავარი ახალი ამბავი კი ის გახლავთ, რომ ქართველ ბოზებს, თურმე, მინეტს ვერაფრის დიდებით ვერ გააკეთებინებ. ეს თავისებურმა გამოკითხვამ გამოავლინა, რომელიც ფარული კამერით შეიარაღებულმა ჟურნალისტმა სხვადასხვა ბორდელში ჩაატარა.

ერთ-ერთ ასეთ დაწესებულებაში შესვლისას მას ქერათმიანი მეძავი წარუდგინეს, რომელიც აშკარად ბოზისთვის შეუფერებლად, მორცხვად და ნაზად იღიმებოდა და 140 ლარად კლიენტს ''ორ სიამოვნებას'' შეჰპირდა, მაგრამ შეკითხვაზე, დამატებით კიდევ თუ გააკეთებდა რამეს, მაგალითად, მინეტს, გოგონამ კატეგორიულად განუცხადა, რომ ის მინეტს არ აკეთებს. ასე რომ, სამამულო ბოზ-ინდუსტრიაში ეს ''პროცედურა'' მიუღებელი ყოფილა.

მეორე სიახლე - როგორც იქნა, კაცი გამოძახებით რეალურად ვიხილეთ. აქამდე, რასაკვირველია, ყველა ჩვენგანმა იცოდა იმის შესახებ, რომ საქართველოში პროსტიტუციით მხოლოდ ქალები არ არიან დაკავებულნი, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ბიჭმა პირდაპირ განაცხადა, რომ კარგი ცხოვრებისთვის და იმისთვის, რომ ყველაფერი ჰქონდეს, სხეულით ვაჭრობას არ ერიდება.

ტელეეთერში გაშიშვლება ქართველებისთვის უკვე პრობლემა აღარ არის და ესეც დადასტურდა, როდესაც მწერალი და სტრიპტიზის მოცეკვავე ანა ოლკინა, რომელიც სხვათა შორის, პირველად ჟურნალ ''რეიტინგის'' ფურცლებს სტუმრობდა, ლამის ერთ ადგილას ფოთოლაფარებული წამოკოტრიალდა წითელ დივანზე და ასე აძლევდა ინტერვიუს გადაცემის წამყვანს. ასევე სტრიპტიზიორ ბაბეტას თამამი განცხადებები კი არავის გაგვკვირვებია, გოგონა სიმორცხვით ნამდვილად არ გამოირჩევა.

გადაცემა როგორ დასრულდებოდა ერთი კაი გემრიელი ჩხუბის გარეშე. ტრეფიკიორობის ბრალდებით გასამართლებულ ქალბატონს საუბარი არ დააცადეს და მის შვილსა და დარბაზში მჯდომ მამაკაცს შორის ხელჩართული ომი დაიწყო, გადაცემა შეჩერდა და მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ისევ გაგრძელდა. ''სხვა რაკურსი'' ორი სტრიპტიზიორის, გოგონასა და ბიჭის გამოსვლებით დასრულდა. იმ საღამოსვე გადაცემიდან ამონარიდებმა მთელი ინტერნეტსივრცე შემოიარა და დაიპყრო, ასე რომ პროექტის შემოქმედებითი ჯგუფის მიზანი აშკარად მიღწეულია.

''სხვა რაკურსის'' შემდეგ გამოშვებებში ველოდებით რეალურ ეროტიკულ სცენებსაც, ვინაიდან სხვა მეტი სანახავი ქართული ტელეეთერით აღარაფერი დაგვრჩა…

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
mister
ხო გავიგეთ რომ ბოზები არიან, ზოგი მინეტს აკეთებს ზოგი არა, ნუ მოკლედ ელიტ ბოზები არიან და არც მალავენ ამას, მაგრამ თქვენ რატომ აპიარებთ, რატომ უთმობთ ამ ბოზებს ეთერს? თქვენ რომ აკეთებთ იმაზე უარეს კი არ აკეთებენ ეს ბოზები, ესენი აღიარებენ მაინც რომ ბოზები არიან და თქვენ ამას რეკლამირებას უკეთებთ რაც კიდევ უფრო უარესია.
02:05 / 18-06-2018
გამოხმაურება / 0 /
სიკო
ზური-ს. "იმედი, რუსთავი2,მაესტრო უნდა გაუქმდეს. მე რუსთავი2-ზე მხოლოდ ნიჭიერს ვუყურებ". ზურა დარაგოი. კი ბატონო გაუქმდეს, მაგრამ როგორ? იქნებ იცი ამ პროცედურის შესახებ. ეს ერთი, მეორე, ესენი დაუშვათ გავაუქმეთ, მაშინ რომელ ტელევიზიას უყუროთ, "კავკასიას" თუ ბერა სტელევიზიას. იქნებ გაქვს მოსაზრება!
18:18 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
მანჩო
სირცხვილი სულ დაკარგეს,გულის ამრევია ეს ყველაფერი
12:15 / 30-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიკო
ჯაჯანიძე რო გიჟია არახალია მარა საქართველო საით მიექანება?
21:58 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ზური
იმედი, რუსთავი2,მაესტრო უნდა გაუქმდეს. მე რუსთავი2-ზე მხოლოდ ნიჭიერს ვუყურებ.
20:01 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS