27 ნოემბერი, 2014
ღალატის გამო დანგრეული ცნობილი ქართული ოჯახები
გიორგი დაშორების მიზეზად ხასიათის შეუთავსებლობას ასახელებს
ღალატის გამო უამრავი ოჯახი ინგრევა. ხმამაღლა არ აღიარებენ, მაგრამ მესამე ადამიანის გამოჩენის გამო ცნობილი ადამიანების ოჯახებიც დანგრეულა.

გიორგი ყიფშიძე

გიორგი და კრისტი ყიფშიძეები ერთმანეთს წლების წინ სკანდალურად დაშორდნენ. მათი დაშორების მიზეზიც ღალატი გახდა, გიორგის და კრისტის ცხოვრებაში მსახიობი ია სუხიტაშვილი გამოჩნდა. მოგვიანებით, იამ საჯაროდ აღიარა, რომ ყიფშიძეების წყვილმა სწორედ მის გამო დაანგრია ოჯახი. "ყველამ კარგად იცის, რომ ჩვენი ურთიერთობის ნიადაგზე დაინგრა მისი ოჯახი. გიორგი ჩემი პირველი სიყვარულია. ეს იცოდა
მთელმა თბილისმა და ამას არ ვმალავდით. გვქონდა ძალიან კარგი სიყვარულის ისტორია, რომელიც ყოველთვის ძალიან კარგად გამახსენდება. გიორგიმ მერე მითხრა, რომ ამასთან დაკავშირებით დასამალი არაფერი ჰქონდა", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ია სუხიტაშვილმა. იას და გიორგის დაშორების შემდეგ, გიორგი ყიფშიძემ ანი ჩიკვილაძეზე იქორწინა.

თამრიკო ჭოხონელიძე

თამრიკო ჭოხონელიძე და გია როინიშვილი ერთმანეთს წლების წინ დაშორდნენ. გია როინიშვილმა თამრიკო ჭოხონელიძეს ეკა მამალაძესთან უღალატა. ეკა თამრიკოს მეგობარი იყო და სწორედ მეუღლისგან გაიცნო ის გია როინიშვილმა, 20 წლიანი მყარი ოჯახიც ამის შემდეგ დაინგრა. თამრიკო ჭოხონელიძემ არც მეგობარს აპატია ღალატი და არც ქმარს. შემდეგ იყო რთული პერიოდი, მაგრამ მეგობრების დახმარებით თამრიკო ჭოხონელიძემ ყველა პრობლემა გადალახა და ოჯახის უფროსობაც საკუთარ თავზე აიღო. რაც შეეხება ეკა მამალაძეს, ცნობილი გახდა, რომ მისი და გია როინიშვილის დაშორების მიზეზი ოლეგ მელნიკოვი გახდა. ამის შესახებ პრესაშიც დაიწერა, თუმცა მამალაძე ამას უარყოფს.


მარიამ როინიშვილი

მომღერალი მარიამ როინიშვილი 5 წლის წინ გათხოვდა. მისი რჩეული მსახიობი გიორგი მახარაძე გახლდათ. წყვილმა ორი წელი იცხოვრა ერთად, შემდეგ კი დაშორდნენ. ისინი დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაშორებულები ისე, რომ ამის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრებმა იცოდნენ. ამბობენ, რომ მარიამმა ქმარს ღალატი არ აპატია. თავად ამის შესახებ ისინი არასდროს საუბრობენ. გიორგი დაშორების მიზეზად ხასიათის შეუთავსებლობას ასახელებს.

იხილეთ სრულად


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
კეკო
მამალაძემ მაგრად მიქარა მეგობართან.ვერ ვიტან მაგ მუხანათს
09:07 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS