27 ნოემბერი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანს იეჰოვას მოწმეები უპირისპირდებიან:„ვიღებ შენიშვნას...“
„ფეისბუქში გამოხმაურება მოჰყვა ჩემი დღევანდელი გადაცემის იმ ნაწილს სადაც სტუმრად იყო იეჰოვას მოწმე, ახლა უკვე მართლმადიდებელი ტაქსის მძღოლი (კარუზო). მან მოჰყვა რატომ შეიცვალა მრწამსი. მის მონაყოლს და ჩემს ერთ რეპლიკას სწორედ მის მონათხრობზე მოჰყვა საზოგადოების ერთი ნაწილის კრიტიკა.

ეს გადაცემა კეთდება ადამიანებზე, მათ ისტორიებზე და მესმის რომ ხშირად სხვისი ცხოვრების ეპიზოდი, ან ამ ეპიზოდის შეფასება არ მოგვწონდეს, მაგრამ ეს მათი ცხოვრებაა და ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება ის გახადოს საჯარო ან-არა. ის ჰყვებოდა საკუთარ რელიგიურ ცხოვრებაზე,
რისი უფლებაც მას ნამდვილად ჰქონდა. წავიკითხე მოსაზრება რომ უნდა გამეჩერებინა ის და მიმეცა შენიშვნა!

გაუგებარია, რესპონდენტს მის ცხოვრებაზე შოუს წამყვანმა შენიშვნა როგორ უნდა მისცეს! მხოლოდ იმიტომ რომ იეღოვა რელიგიური უმცირესობაა (საქართველოში) მის დადებით ან უარყოფით მხარეებზე არ ისაუბროს არავინ, ესეც ჩემთვის გაუგებარია!

რაც შეეხება ჩემს რეპლიკას, "ხომ არ მომივარდებიან, მეშინია იეღოველების" მიუხედავად იმისა რომ აშკარად იუმორში იყო ნათქვამი, იმ ვრცელ ისტორიაზე, რაც რესპოდენტმა მძაფრად მოჰყვა, ვიღებ შენიშვნას!

მე, როგორც გადაცემის წამყვანი და ავტორი ვაცხადებ, რომ მე და ჩემი გუნდი სრულიად ვემხრობით აღმსარებლობის თავისუფლების ფუნდამენტურ ღირებულებას და მიიჩნევთ, რომ ყველა რელიგიური ჯგუფი არის, ჩვენი საზოგადოების საპატივცემულო და განუყოფელი ნაწილი.

ჩვენ პატივს ვცემთ ყველა რელიგიური უმცირესობას
!“, წერს „ფეისბუქზე“ ნანუკა ჟორჟოლიანი.

სალომე დადიანი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
amilaxvari
რა მოსაყვნი იყო ეგ ტვინგახვრეტილი გადაცემაში? ნორმალური ხალხი დაილია ამ ქვეყანაში?,,კარუზო'' ბლიად!
10:17 / 28-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მმ
პირველი შემთხვევაა, როცა ნანუკას ვამართლებ!
19:26 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
qqq
ნანუკა არავითარი ბოდიშის მოხდა.¨იეღოველებს¨ კი ახსოვდეთ რომ არიან სექტის წევრები და მეტი არაფერი.
16:56 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკა მე ხშირად უყურებ შენს გადაცემებს და ძალიან მომწონს,მაგრამ ასეთი ცუდი გრძნობა არასოდეს მქონია. მაგას მართლა მოკლე ჩართვა რომ ჰქონდა(როგორც თვითონ აღნიშნა),ხომ შესამჩნევია, მე მგონი იმაზე მეტი თქვა ,ვიდრე ეგონა . რწმენა ადამიანის სულიერი სამყაროა და ხელშეუხებელი. მე ვფიქრობ აგრესია,ირონია,ვითომ იუმორი ეშმაკისგან მოდის და არა ღმერათისგან.
16:06 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
უცნობი
ნანუკა მე ხშირად უყურებ შენს გადაცემებს და ძალიან მომწონს,მაგრამ ასეთი ცუდი გრძნობა არასოდეს მქონია. მაგას მართლა მოკლე ჩართვა რომ ჰქონდა(როგორც თვითონ აღნიშნა),ხომ შესამჩნევია, მე მგონი იმაზე მეტი თქვა ,ვიდრე ეგონა . რწმენა ადამიანის სულიერი სამყაროა და ხელშეუხებელი. მე ვფიქრობ აგრესია,ირონია,ვითომ იუმორი ეშმაკისგან მოდის და არა ღმერათისგან.
16:05 / 27-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS