25 ნოემბერი, 2014
ნუცა ბუზალაძის დიეტა – როგორ ებრძვის ზედმეტ კილოგრამებს მომღერალი
ცეკვებში მონაწილეობისას ხუთი კილო დავიკელი მომღერალი ნუცა ბუზალაძე გასულ კვირას ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' გამოეთიშა. რეპეტიციის დროს ფეხი მოიტეხა. მიუხედავდ იმისა, რომ ნუცა პროექტში, მონაწილეებიდან ყველაზე პუტკუნა იყო, მაინც უმაღლეს შეფასებებს და ქულებს იღებდა ჟიურისგან. გადავწყვიტეთ, გაგვერკვია, როგორ ახერხებს ნუცა სპორტულ ფორმაში ყოფნას.

- ნუცა, რას აკეთებ იმისთვის, რომ კარგ ფორმაში იყო?
- ვარჯიში და ჰიპ-ჰოპის ცეკვა 13 წლის ასაკიდან დავიწყე. მკაცრ დიეტებს არასდროს ვიცავ. ძალიან მიყვარს ჭამა. როცა ძალიან მჭირდება დაკლება, იმ შემთხვევაში ვიცავ დიეტას. არ
მიყვარს პური. ცოლმეულს საერთოდ არ ვჭამ.
- რომელ დიეტას იცავ?
- ერთი დღე ვჭამ რაც მინდა, მერე მთელი კვირა ვიცავ დიეტას. მიყვარს ჯანსაღი კვება, მაგრამ ამის მოხერხება რთულია, როცა მთელი დღე სახლიდან გასული ხარ. ერთად ერთი რამ, რაც ყველაზე ძალიან მეხმარება წონის დაკლებაში არის ვარჯიში. ჩემი დღიური ნორმაა, ორმოცი წუთის განმავლობაში სირბილი. ვაკეთებ კუნთების ვარჯიშს. ფეხის კუნთები ძალიან ნავარჯიშები მაქვს. ბავშვობიდან მაქვს მუცლის პრობლემა და ხშირად ვაკეთებ პრესის ვარჯიშებს. რასაკვირველია, შემიძლია, ისეთი დიეტა დავიცვა, რომ სწრაფად დავიკლო წონაში, მაგრამ სწრაფად დაკლება არ მინდა, მერე სწრაფადვე ვიმატებ. ახლა ძალიან მინდა, დავიკლო კიდევ ხუთი კილო იმისთვის, რომ იდეალურ ფორმაში ჩავდგე.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მონაწილეობისას ალბათ დაიკელი.
- ცეკვებში მონაწილეობისას ხუთი კილო დავიკელი. რა თქმა უნდა, კვებაც მეხმარებოდა წონის დაკლებაში. რეპეტიციების დროს ძირითადად ხაჭოზე, ხილზე, წვენზე და შავ შოკოლადზე ვიყავი მთელი დღის განმავლობაში. ლობიანები და ხაჭაპურები არ მიყვარს.
- კარგ ფორმაში ყოფნა ალბათ სიმღერაშიც გეხმარება,
- სცენაზე როცა დგახარ, სასურველი უნდა იყო და ისე არ უნდა გასუქდე, რომ კაბა და მაკიაჟი აღარ მოგიხდეს. მაყურებელი რომ შეგხედავს, შენი მოსმენით ბედნიერი უნდა იყოს. მომღერალობა მაქვს გადაწყვეტილი და მომიწევს, მთელი ცხოვრება კვების რეჟიმის კონტროლი.
- არის ისეთი რამ რაზეც უარს ვერ ამბობ?
- შოკოლადზე უარის თქმა არაფრით არ შემიძლია. შემიძლია, მთელი კვირა, მარტო შოკოლადი ვჭამო.
- როგორც წესი, მარტო შოკოლადს ვინც ჭამს, წონაში იკლებს.
- მეც ვიკლებ ხოლმე, მაგრამ როგორც კი საჭმელს ვჭამ, მაშინვე ძალიან ვიმატებ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 8 /
დათო
ნათია--რამდენიც გინდა იხარხარე მაგით არც ცხვირი გაუსწორდება ნუცას და არც ფეხები დაუგრძელდება, რაც ვთქვი სამწუხაროდ რეალობაა ნუცასთვის.
02:50 / 11-02-2015
გამოხმაურება / 0 /
gigi
Nuca miyvarxr.....nichiero da mshveniero!!!!!
23:46 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
Shens Rojas mixede,sulit maxingo!nutsa yvelaze eshxiani da sicocxlit savse gogoaaa!lamazi da unichieresi....gaskdit gulze bogmebo...
23:44 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
პალო
ცხვირი კი არა მთლიანი როჟაა აქვს გასასწორებელი.სახეზე არცერტი ნაკვტილამაზი არა აქვს.ღრძილებგამოჩენილი ხომ საშინელებაა როცა იცინის.
10:59 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
დათოო :D :D :D აი,შენს კომენტარზე მხოლოდ შეიძლება იხარხარო :D
10:14 / 01-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS