25 ნოემბერი, 2014
ნუნუკა თამაზაშვილი სპეციალურ მიმართვას ავრცელებს - ''ყველანი გავერთიანდეთ...''
ძალადობა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეუღლე სოციალურ ქსელში ქალთა ძალადობის წინააღმდეგ სპეციალურ მიმართვას ავრცელებს:

''მინდა შევუერთდე ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორის კამპანიას. გენდერული ნიშნით ძალადობა სერიოზული პრობლემაა მთელ მსოფლიოში, რაც ძალიან აზიანებს არა მხოლოდ ქალებს, არამედ მთელ საზოგადოებას.

ამიტომ 25 ნოემბერი მნიშვნელოვანი დღეა, რადგან ამ პრობლემის წინააღმდეგ ყველანი გავერთიანდეთ. თითოეული მოქალაქის აქტიურობა მნიშვნელოვანია ქალთა ჩაგვრის დასაძლევად, რათა ჩვენ და ჩვენმა შვილებმა მშვიდ გარემოში და თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ.'' - წერს ნუნუკა.

სალომე დადიანი
ბეჭდვა