25 ნოემბერი, 2014
ეკა კვალიაშვილი „რეიტინგის“ მკითხველს პასუხობს: „ყელში ხართ უკვე...“
შურიანი რომ აღარ იქნები, არც შენ არ გექნება ნაოჭები ხათო
ვერ გავიგე ამ ქალს ფული სამკურნალოდ შეუგროვეს თუ ნაოჭების გასასწორებლად.რა დღეშია.


უმადური:
მთავრობამ უკან უნდა გამოგართვას ის ფული რითაც დაგაფინანსეს. რამდენი გაჭირვებულია, წამალს ვერ ყიდულობს და ამ ბებრუხანა პომადიანს ვერ უყურებ, რა უმადური გამოდგა და ტლიკინებს და მადლობას ითხოვს იქეთ?

უმადური-ს ავად რომ არის იმას ნიშნავს რომ პირდაუბანელმა იაროს? რაო ნაცუკა, ეკას სიმართლე ვერ აიტანე? რომელი გყავთ ეკასნაირი მომღერალი?

„ეს გახლავთ „რეიტინგის“ ინტერნეტ ჟურნალში ჩემს სტატუსზე
გამოქვეყნებული კომენტარები.

იცით ხალხო, რა მაინტერესებს, ავადმყოფობა შურდეს ადამიანს, პირველად გავიგე. ისე, რომ ამ პირებს, ვისაც ძალიან ადარდებს, რომ კარგად გამოვიყურები და მათ არ ვგავარ, სიხარულით ვჩუქნი ჩემს ავადმყოფობას, გულით და სულით, გადაგინაწილებთ, თორემ, მარტო ერთი, ვერ გაუძლებს და ცოდოა.

დაე, ყველამ, ვისაც გშურთ, უსასყიდლოდ გქონდეთ და გადაინაწილეთ ჩემი ავადმყოფობა. აიი, მაშინ გაიგებთ და მიხვდებით, როგორია ცუდად ყოფნა და რას ვგრძნობ მე. ამ წამიდან, მთლიანად თქვენ გჩუქნით ჩემს ავადმყოფობას, გასაგებად ვთქვი, უფლებას აღარავის მივცემ თავხედობის. ამიტომ, ყველამ თავის ჩაბანძულ და საცოდავ არსებობას მიხედოს.

რაც შეეხება, მთავრობის ფულს, არ იდარდოთ, ის ფული ისევ მთავრობასთანაა, ჯერ არ გამომიყენებია. ეხლა ვაპირებ, სრულიად უნდა გამოვჯანმრთელდე, ამიტომაც დამაფინანსეს. და არა იმიტომ, რომ ცუდად ვიყო.

ხო მართლა, ქალო, ხათო ხარ თუ რაღაც, შურიანი რომ აღარ იქნები, არც შენ არ გექნება ნაოჭები. ისე, რომ, მე არც დამჭირვებია გასწორება, უბრალოდ არ მაქვს. ერთი საღად მოაზროვნე ადამიანი, მაინც გამოჩნდა და პასუხი გასცა ამ ჭიაღუებს.

ვაი, თვენს პატრონს!!!

ყელში ხართ უკვე, პირდაპირ გეტყვით. მივმართავ ამათნაირებს, რა საქაჯეთად და საბანძეთად გადააქციეთ თბილისი. სახეზეა ფაქტი. ნუ გახვედით თავზე. ყველაფერს აქვს თავისი საზღვარი! მე გითხარით და დანარჩენი თქვენ იცით. მაგრამ უბრალოდ ინანებთ, ოოო, ძლიან ინანებთ“.  

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ  

ბეჭდვა