ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დაკრძალვის ცერემონიას მისი ქალიშვილი დაესწრება. ანასტასია, რომელიც დედის გვარს ატარებს და გონჩაროვაა, თბილისში უკვე ჩამოვიდა. კახა ბენდუქიძეს მის მიერ დაარსებული თავისუფალი უნივერსიტეტიდან გამოასვენებენ და ოჯახის გადაწყვეტილებით კუკიის სასაფლაოზე, დედის გვერდით დაკრძალავენ. კახა ბენდუქიძე გულის შეტევით, 58 წლის ასაკში, მოულოდნელად ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში გარდაიცვალა.
გთავაზობთ კახა ბენდუქიძის აქამდე უცნობი ქალიშვილის ანასტასია გონჩაროვას ფოტოებს. სოციალურ ქსელში ამ თემას განიხილავენ. ბევრი აღნიშნავს, რომ ანასტასია კახა ბენდუქიძის გერია
სალომე დადიანი