ელენე ამ თემაზეც არ საუბრობს ჯერჯერობით. თუმცა ერთ დროს პირად ცხოვრებაზე გულახდილად ყვებოდა ინტერვიუებში. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ელენე პირველ მეუღლეს, ნოდარიკო ხუციშვილს დაშორდა. დაშორების მიზეზებზე წყვილი არ უსაუბრია.
გასულ წელს ელენემ სიყვარული
ელენე მაყურებელმა პროექტ ''ვარსკვლავების აკადემია 2''-იდან გაიცნო. პროექტი გამარჯვებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა, რადგან შენობა, სადაც მონაწილეები ცხოვრობდნენ, ჩამოინგრა. პროექტში ელენე სოფო ტოროშელიძეს დაუმეგობრდა. სოფომ ელენეს შვილის ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
ელენე და სოფო ''ევროვიზიის'' კონკურსში ერთად მონაწილეობდნენ და სოფო ნიჟარაძის ბექვოკალში მღეროდნენ. ელენეს ყველაზე დიდი წარმატება პროექტ ''ერთ-ერთში'' გამარჯვებაა, სადაც მან თავისი ნიჭი და შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოამჟღავნა და მაყურებელი აღაფრთოვანა.
იმედია, ელენე კიდევ ბევრჯერ გაახარებს თავის მსმენელს და ბავშვის შეძენის შემდეგ მალე დაუბრუნდება სცენას.
სალომე დადიანი