20 ნოემბერი, 2014
''ნიჭიერის'' ტაქსისტს სულიწმიდა გამოეცხადა - ''7 წლის ბავშვი დავისვი კისერზე და მახათას მთისკენ წავედი...''
დაიჩოქოს ტაძრის წინ, ეს იქნება მისი გაცნობა ჭეშმარიტი რელიგიისაო ''ნიჭიერის'' მორიგი გმირი, ოპერის მომღერალი გევორქ პეტროსიანი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაღალი ნოტების აღების ნიჭითა და შეცვლილი სარწმუნოების გამო მოექცა. ტაქსის მძღოლმა პირდაპირ სცენაზე გამოაცხადა, იეღოველი ვიყავი და სიმღერისთვის ამიტომ ვერ მოვიცალეო. სწორედ ამ რწმენის უარყოფის გამო დაკარგა ტაქსისის მძღოლმა ოჯახი, რასაც დღემდე განიცდის.

ჩვენ 38 წლის მომღერალთან ინტერვიუ ჩავწერეთ, რომელსაც ორშაბათს ნახავს ''რეიტინგის'' მკითხველი, მანამდე კი წაიკითხეთ გამაოგნებელი ამბავი, რომელიც ჩემმა რესპონდენტმა ინტერვიუს ბოლო მიამბო.

-
მას მერე რაც მივხვდი, რა იყო ჭეშმარიტი სარწმუნეოება, ორი დღე და ღამე აგონიაში ვიყავი, ვლოცულობდი. მესამე დღეს სული წმინდა გამომეცხადა. ჩვენ ვესაუბრებოდით ერთმანეთს. ცნობიერების თუ ქვეცნობიერის დონეზე არ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია, მე მისი ხმა მესმოდა. მითხრა, შენი შვილი მეზობელთან არის, გამოიყვანე, ხელში აიყვანე და წაიყვანე ტაძრისკენ, დაიჩოქოს ტაძრის წინ, ეს იქნება მისი გაცნობა ჭეშმარიტი რელიგიისაო.
წავედი, გამოვიყვანე ჩემი შვილი, 7 წლის ბავშვი დავისვი კისერზე და წავედი მახათას მთისკენ. ხედავთ, არც მე ვარ სუსტი. ჩემი შვილიც არ არის გამხდარი. ვერ აგიხსნით რა სისწრაფით ავედი ტაძართან. მე ძველი ფეხსაცმელი მეცვა, მაისური, დახეული ჯინსები. ციოდა. ჩემი შვილი ხელებს მითბობდა გზაში. სული წმინდა მასზეც გადმოვიდა. ავედით და დავემხეთ ტაძრის წინ. ამის მერე დაიწყო ჩემი ქადაგება როგორც მართლმადიდებლის.
- პირველად პირჯვრის გადაწერა არ გაგიჭირდა?
- არა, ეს იყო ჩემი მონათვლის დღე. მაშინ უკვე გააზრებული მქონდა რა იყო ჭეშმარიტი რწმენა. გალობა არ მისწავლია არასდროს. თვითონ აღმომხდა ''უფალო შეგვიწყალენ''. ჰკითხეთ ჩემს მამაოს, როგორ დავიწყე გალობა. თვითმხილველები გაოცებულები მიყურებდნენ.

ნინო მჭედლიშვილი

ბეჭდვა