20 ნოემბერი, 2014
"მარია დემიდოვამ ქმარი გიორგის გამო მიატოვა" - რას ფიქრობს ასლან აბაშიძე ვაჟის სკანდალურ საცოლეზე (ესქსკლუზივი)
მარიამ და გიორგიმ ერთმანეთი მოსკოვში საერთო მეგობრების წრეშ გაიცნეს ასლან აბაშიძის ვაჟი, გიორგი აბაშიძე აქტუალურობას არ კარგავს. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აჭარის ყოფილი მეთაურის ვაჟი, ქართველ მოდელზე ეკო ფანგანზე იყო შეყვარებული, თუმცა ინფორმაცია არ დადასტურდა.

ცოტა ხნის წინ, ამბები.გე-ს აბაშიძის ახლობელი დაუკავშირდა, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა და განგვიცხადა, რომ გიორგი აბაშიძის რჩეული რუსი მოდელი მარია დემიდოვაა და მან წყვილის ფოტოებიც მოგვაწოდა. ჩვენი წყაროს ცნობით, მარია დემიდოვა და გიორგი აბაშიძე უკვე
წლებია ერთმანეთს ხვდებიან, აბაშიძემ საკუთარი რჩეული მამასაც გააცნო, ის ორჯერ ჰყავდა სახლში მიყვანილი. კითხვაზე მოსწონს თუ არა ასლან აბაშიძეს საკუთარი შვილის რჩეული, წყარომ გვიპასუხა, რომ აჭარის ყოფილი მეთაური ამასთან დაკავშირებით საუბარს ყოველთვის თავს არიდებს.

მარიამ და გიორგიმ ერთმანეთი მოსკოვში საერთო მეგობრების წრეშ გაიცნეს, მარია პროფესიით მხატვარია, ამის პარალელურად მოდელობს და წარსულში არაერთ თამამ ფოტოსესიაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის 34 წლის არის. გიორგი აბაშიძე საჯარო სივრცეში მარია დემიდოვასთან ერთად გამოჩენას თავს არიდებს. გიორგი აბაშიძე საქართველოში ყოფნისას დაქორწინებული იყო სალომე ბაჯელიძეზე, რომელიც აბაშიძესთან დაშორების შემდეგ, გარკვეული

პერიოდი მონასტერში ცხოვრობდა, ამბობენ, რომ სალომემ ეს გადაწყვეტილება გიორგისთან განშორების გამო მიიღო. მარი დემიდოვა კი წარსულში იყო დაქორწინებული, თუმცა არაოფიციალურად, მამაკაცი რომელთანაც ის ადრე ცხოვრობდა სავარაუდოდ გიორგის გამო მიატოვა.

იხილეთ სრულად +ფოტოები
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS