17 ნოემბერი, 2014
სიურპრიზი იუბილარს- ვინ ''მოკლა'' დაბადების დღეზე ნიკა არაბიძე
მერამდენედ მომიკლეს ბიჭი დღეს დილიდან სხვადასხვა ინტერნეტსაიტები ნიკა არაბიძის გარდაცვალების ამბავს გვატყობინებენ. ამ ამბის გადასამოწმებლად იუმორისტთან დაკავშირება ჩვენც ვცადეთ. თუმცა უშედეგოდ, ნიკასთან დარეკვა ვერ მოვახერხეთ.

პრეზიდენტის პაროდისტმა, ქართლოს ნატროშვილმა გვითხრა, როგორც ვიცი, ნიკა ამჟამად თბილისში არ იმყოფება. ისე კი, პარასკვს ''კომედი შოუს'' ჩაწერაზე ვნახე და მშვენივრად გამოიყურებოდაო.

დღესვე ალეკო მალხაზიშვილმა ''ფეისბუქის'' თავის გვერდზე დადო ვიდეორგოლი წარწერით, - ''მერამდენედ მომიკლეს ბიჭი''. იუმორისტები ამ ყველაფერს იუმორისტულად მიუდგნენ. ვიდეორგოლში ნიკა არაბიძე ვახო ბიჭიკაშვილთან ერთად ამტკიცებს, რომ ნიკა ცოცხალია
და საღ-სალამათი.

ჩვენ ვახოს დავუკავშირდით და ამ ამბის გავრცელების მიზეზებზე ვკითხეთ.

ვახო ბიჭიკაშვილი:

- ახლა არაბიძეზე არ მკითხო შენც, როუმინგი მაქვს ჩართული და ბევრი მეწერება(იცინის).
- აბა, ვისზე გკითხო, გამოიგლოვა შენი მეგობარი მთელმა თბილისმა.
- არ დაიჯეროთ, ხალხო, კარგად არის, ცოცხალია და ახლა ერთად ვართ. გვაცალეთ, ბატონო, დასვენება.
- სად ხართ?
- ბოდრუმში ვართ, ვისვენებთ ოჯახებით. სხვათა შორის დღეს ნიკა იუბილარია.
- როგორ გგონია, რის საფუძველზე გავრცელდა ეს ინფორმაცია?
- აბა, მე რა ვიცი. პირველი შემთხვევა კი არ არის, ასე რიგ-რიგობით გვხოცავენ(იცინის).
- მადლობა დიდი, მაშ, დავამშვიდებ ერს.

ნინო მჭედლიშვილი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 6 /
კვატო
რა უბედურებაა რა ხუმრობაა ეს? მეტი ვერაფეტი ნახეტ დეგენერატებო
22:31 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
უფფფფფ,მომეშვა გულზე
უფფფფფ,მომეშვა გულზე,გამოელიათ ეტყობა საპიარო.
14:52 / 18-11-2014
გამოხმაურება / 0 /
redaktsias
Rodemde unda tserot eseti sisuleleebi?
22:14 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ძალიან გიჭირთ მუშაობაში რომ ასეთ უაზრო "სტატიებს" წერთ? ეს ვითომ ამბავი გარყვნილი sxva.ge's თანამშრობლემის დადებული იყო, და აყევით "ლიჟბი" რამე დაწეროთ?... ძალით ჟურნალისტები
21:50 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლიკა
დამპლები, გული გამიხეთქეს
21:13 / 17-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS