12 ნოემბერი, 2014
თამარ ივერმა შვილები გამოაჩინა
რამდენიმე საათის წინ ოპერის მომღერალმა შვილების პირველი ფოტო გამოაქვეყნა ოპერის მომღერალი თამარ ივერი და მოჭიდავე რაულ ცხადაძე პირველ ივნისს, ნინოობას ტყუპების მშობლები გახდნენ.

ამ სასიხარულო ამბავს წყვილი დიდხანს ინახავდა საიდუმლოდ და მხოლოდ ერთი თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია ''იდენტობის'' ლიდერ ირაკლი ვაჭარაძის სტატუსიდან გახდა ცნობილი პრესისთვის, რომ თამარი დედა გახდა.

ჰომოფობიური განცხადების გამო სკანდალში გახვეული თამარ ივერი ცდილობს, სოციალურ ქსელში პირად ცხოვრებაზე არარანაირი სტატუსი არ დაწეროს და არც საკუთარ აზრს აღარ აფიქსირებს.
სწორედ
ამიტომაა, რომ თამარს ამ დრომდე ბავშვების ფოტოები სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული არ ჰქონდა.

თამარმა და რაულმა ტყუპებს ნინა-ლიზა და უგო-ავთანდილი დაარქვეს. ბიჭს რაულმა დაარქვა უგო, ავთანდილი კი თამარის მამის სახელია. თამარს ძალიან უყვარს სახელი ლიზა. ბავშვები ნინოობაზე დაიბადნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, გოგონასთვის ნინო-ლიზა დაერქმიათ.

რამდენიმე საათის წინ ოპერის მომღერალმა შვილების პირველი ფოტო გამოაქვეყნა. თამარმა სვეტიცხოველში ტყუპებთან ერთად არის გადაღებული, წარწერით ჩემი ცხოვრების აზრი და ჩემი ''საუკეთესო პერფომანსი.''

სალომე დადიანი



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
დალი
საამაყო ქართველებად გაზრდილიყვნენ.გულით გისურვებთ ბედნიერებას.
22:58 / 02-03-2015
გამოხმაურება / 0 /
ნანი
გილოცავთ! ბედნიერი დედა იყავი!
09:58 / 13-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS