04 ნოემბერი, 2014
დოდონა კიზირია ლალი ბადურაშვილს მიმართავს: "რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს?"
ბანკში აღარაფერი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი დოდონა კიზირია მსახიობ ლალი ბადურაშვილის "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ ინტერვიუს სოციალურ ქსელში ეხმაურება. გაზეთის საშუალებით ქალბატონმა ლალიმ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბებიას მიმართა: "მიშა ჩემი შვილიშვილი რომ იყოს, ჩემი ხელით ჩავქოლავდი, იმდენი უბედურება დაატრიალა..."

პროფესორი ქალბატონი ლალი ბადურაშვილთან გატარებულ ბავშობას იხსენებს და არანაკლებ სკანდალურ განცხადებას აკეთებს, ქალბატონი ლალის მისამართით.

" მეგობრებო, ეგებ ვინმეს გაქვთ კავშირი ლალი ბადურაშვილთან. ახლა "ფეისბუკზე" რომ არის იმასთან არა, არ ვიცნობ. აი, იმასთან, მსახიობი რომ
დაარქვეს და "დიდოდსტატის მარჯვენაში" შორენას რომ თამაშობდა. გახსოვთ, როგორ არა, გრძნობების გამოხატვის სამი დახვეწილი მეთოდი ჰქონდა: გახედვა მარჯვნივ (უზომო სიხარული), გახედვა მარცხნივ (უზომო სევდა) და დახედვა დაბლა (მორცხვი კეკლუცობა). აი, სწორედ იმ ლალის ეგებ როგორმე მიაწვდინოთ ჩემი სტატუსი. "ფეისბუკზე" არ ჩანს და მისამართი არ ვიცი.

ლალი, გენაცვალე, გახსოვარ? - დოდონა კიზირია. საბავშვო ბაღში ერთად დავდიოდით და მერე საშუალო სკოლაშიც ერთად ვსწავლობდით მეექვსე კლასამდე. ყოველთვის ბრიყვი იყავი, ჩემო კარგო. "მე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზეც..." კი ვერ დაიზეპირე. ლამაზი იყავი, ამას არ წაგართმევ. სილამაზე გემოვნებაზეა დამოკიდებული, მაგრამ მახსოვს, ყველას ძალიან მოსწონდი. ჰოდა, ამ სილამაზეზე მინდა საბანკო ტერმინებით აგიხსნა რაღაც. ძალზე მარტივად, რადგან რთულს შენ მაინც ვერ გაიგებ.

აი, წარმოიდგინე, რომ ბანკში გიდევს საკმაოდ დიდი თანხა. შენ ეს თანხა ნელ-ნელა გამოგაქვს, რადგან ლამაზ ქალს დიდი ხარჯები აქვს - ჩაცმა, დახურვა, გავლა-გამოვლა და ასე შემდეგ. ფულიც თანდათანობით ილევა. თუ ამ თანხის რაღაც ნაწილს ასე თუ ისე მომგებიანად არ დააბანდებ, რათა პროცენტების საშუალებით დანახარჯის ნაწილი აღიდგინო და სიბერისთვის გეყოს, მაშინ ბანკში აღარაფრი დაგრჩება - ფაფუ! ხარ ბანკროტი.

ზუსტად ასევეა სილამაზეც. დრო მის მიმართ დაუნდობელია და ნელ-ნელა ცვეთს და ხარჯავს, მეტაფორულად რომ ვთქვათ. თუ სიცოხლეში რაიმე მომგებიან საქმიანობაში არ დააბანდე - ცოდნა, განათლება, ნაკითხობა, თუ ნიჭი გაქვს, მისი განვითარება. ნუ, შენ სამწუხაროდ ნიჭი არ გქონია, მაგრამ დრო გქონდა და სხვა რამის გაკეთება შეგეძლო. როცა ამ მხარეს უგულებელჰყოფ, ხარ ბანკროტი ჭეშმარიტად ადამიანური, სოციალური თვითშეგნების მხრივ. აი, ეს ხარ შენ - სილამაზე დაკარგე, ჭკუა არ მოგემატა. ალბათ გეგონა, ყოველთვის კუდრაჭა, ლამაზი ლალი იქნებოდი, არა?

ამ "ფეისბუქზე" უამრავი ლამაზი და მზეთუნახავი ქალი გავიცანი. ბევრთან შენ ახლოც ვერ მოხვალ, მაგრამ მთვარი ის არის, რომ მათ ღმერთის თუ განგების მიერ მიცემული კაპიტალი კარგად გამოუყენებიათ - არიან ჭკვიანები, გონებაგახსნილები, საინტერესოდ მოაზროვნეები. შენ კი იმდენად უტვინო ხარ, რომ არც კი გესმის შენი სიტყვების მნიშვნელობა - ბოლოსდაბოლოს მიახვრიტეთ ეს ნაციონალები (რასაკვირველია, სააკაშვილი პირველი უნდა იყოს) და დავისვენებთო. ასეთი "სიბრძნე" თავგადაკლული მეოცნებეებისგანაც არ გამიგონია.

რამ გაგაცოფა ასე, იმან რომ შენი ქალიშვილი პრიმა მომღერალი არ გახადეს? ამის გამო, შესაძლებლობა რომ გქონდეს ათასობით ადამიანს (ბევრნი ვართ ნაციონალები) სასიკვდილოდ გაიმეტებდი? მართლა ასეთი რეგვენი ხარ? თუ არ იცოდი, რომ რეგვენი ხარ? აი, გეუბნები, რეგვენი კი არა, ხარ ერთუჯრედიანი არსება - ინფუზორია-ფოსტალი. გახსოვს, სკოლაში ვისწავლეთ ამის შესახებ? ამიტომ, გენაცვალე, თავს ნუ ირცხვენ, პოლიტიკაში ნუ ერევი და განცხადებებს ნუ აკეთებ. რაიმე საქმე გაიჩინე და გაერთე, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ ამ ქვეყანაზე.
აბა, ჰე! კარგად იყავი." - წერს ქალბატონი დოდონა.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 105 /
ბადურა
ქალბატონო დოდონა, მე თქვენი ლექციები მახსოვს 90-იანი წლებიდან. თსუ-ში იყავით მოწვეული.როგორ გამიკვირდა, ნაციონალი ყოფილხართ? მაგრამ თქვენი პატივისცემა იოტისოდენად არ შემცირებულა. მაინც რას ერჩით ლალის? აი, კახიანების ოჯახი უფრო გამომძალველი და მომხვეჭელია. ნინომ ვერაფერს მიაღწია, მართალი ბრძანდებით. მაგაზე ვერც პრიმას და ვერც ვერანაირი დონის მომღერლობას ვერ ვიტყვით. ორი ნოტის მერე კივის და ვის უკივის ვერ გაარკვევთ. მაგრამ თქვეს, ვარსკვლავები დაგვიძახეთო და ხალხიც ვერ უტეხავს ხათრს
22:13 / 19-01-2018
გამოხმაურება / 0 /
დოდონას
დოდონა საცოდავო! ეხლა ამოყარე ბავშვობის ბოღმები?))) შენ მაშინაც მახინჯი იყავი და ეხლაც კოშმარი ხარ!! თურმე რა მწარედ გახსოვს, როგორ გჩრდილავდა დალის სილამაზე.. გეტყობა რა სულით მახინჯიც ხარ, ისეთივე სულით მახინჯის ფანი ხარ.. აბა კარგად, კასკდი ბოღმით:)))
22:22 / 15-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ლოლიტა დადიანი
ეს წერილი ვიცი რომ დიდი ხნის წინად გამოქვეყნდა და არ გამკვირვებია მე მხოლოდ ის მიკვირს რომ ქალბატონმა ლალიმ რომელიც ყველაფერზე ტატყანებს მიუხედავად ეხება თუ არა მას და მის ცოდნის დონეს რატომ ერთხელ არ გასცა საფუძვლიანი პასუხი ქალბატონ დოდონას მით უფრო რომ მისი თანაკლასელი ყოფილა ისე მისადმი ჩემი რჩევა იქნება დაანებოს თავი ფსიხიჩკურ კომენტარებს რაც როგორც ჩენს უკვე ნის შვილიშვილსაც აღარ მოსწონს და დაჯდეს სახლში წყნრად ვინემ ნერვები აიშალოს და დაიწყვიტოს სახალხოდ ცისფერ ეკრანზე და თუ მაინც მის სკივრში არსებული ჭრელაჭრულა პლასტმასის ბიჟUთEღIIშ GAMOFENA UNDA GAIKEთOშ DA IAროს ბაზარშI
20:35 / 15-01-2018
გამოხმაურება / 0 /
ელა
ლამაზი ქალის ხვედრია სულით მახინჯი ადამიანებისგან შურიანობა და ბოროტებაც კი აიტანონ. გაუძელით ქალბატონო ლალი რამეთუ საცოდავია ეს ქალბატონი ამდენი ხანი რომ სტკივა სული
20:51 / 29-11-2014
გამოხმაურება / 0 /
დოდო
ხარ თუ ვიგაც, ეტყობა ვერ ხარ კარგადდდდდდდდდ
21:42 / 26-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS