02 ნოემბერი, 2014
მარიტა როხვაძე გიორგი ბერიძის შეყვარებულს პასუხობს - „თეთრი არა, შავი ტრუსი ჩანდა ჩემი კაბის შიგნიდან...“
ფეხები გაშალე საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ პარასკევს გადაცემა „ბრავოს“ ეთერში ერთმანეთს მარიტა როხვაძე და გიორგი ბერიძე „დაუპირისპირდნენ“. კონკურენტებს შორის ბრძოლა მთელი გადაცემის განმავლობაში თანაბარი იყო. მარიტამ 0,8 %-ით მოუგო გიორგის და სუპერფინალში გადავიდა. მარიტას გამარჯვებას გიორგის გულშემატკივრების აგრესია მოჰყვა. ამბობდნენ, რომ მარიტას ვიღაც ფულიანი ბიძები აფინანსებენ, რომ მისი მოგება მომღერლის გამომწვევი, ვულგარული ვიზუალით იყო განპირობებული. აგრესიული გულშემატკივრების რიცხვში იყო გიორგი ბერიძის შეყვარებული, მაიკო ჯანგულაშვილიც, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა:

"ყველა ჩემს მეგობარს მინდა დიდი მადლობა
გადავუხადო, ვინც გვერდში დამიდგა... იმდენი ხმა ავაგროვეთ, არც წარმომედგინა, მაგრამ სამწუხაროდ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ყველას დიდი მადლობა.

ახლა რაც შეეხება პროექტს და მის შედეგს: ალბათ, ვისაც ოდნავ მაინც აქვს სმენა, ან სულ მცირე კარგ გემოვნებაზე პრეტენზია, მიხვდებოდა სუპერფინალში გადასვლის ღირსი ვინ იყო. მე მრცხვენია ყველა იმ ადამიანის მაგივრად, ვინც თეთრი ტრუსი არჩია გემოვნებიან მუსიკას და პროფესიონალურ შესრულებას.

ფეხები გაშალე საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ! - ნაცადია და აპრობირებული!"

"ეს არის გიორგი ბერიძის ბოლო სატელევიზიო კონკურსი. ორივე პროექტში მიწვევით იყო და ორივეჯერ უსამართლოდ დაატოვებინეს პროექტი... მე არ ვიკვლევ, ეს რისი ან ვისი ბრალია, უბრალოდ ამ უსამართლობას როდესმე იქნებ მოეღოს ბოლო. სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი!

რაც საბოლოოდ მიიღეთ, მშვიდობაში მოიხმარეთ ყველამ ერთად და ყველამ სათითაოდ!" – წერდა მაიკო.

ჩვენ მარიტა როხვაძეს დავუკავშირდით და ამ აგრესიის მიზეზი ვკითხეთ

- პირველ რიგში მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ჩემს გულშემატკივარს, ვინც ერთი ზარი მაინც გაიმეტა ჩემთვის. ჩემი გამარჯვება სწორედ ამ ადამიანების დამსახურებაა და არა ვიღაც კონკრეტული პირის, როგორც წერენ სოციალურ ქსელებში, რომ ვიღაც მაფინანსებს თურმე. მე მყავს ძალიან ბევრი მეგობარი, ახლობელი, უცნობ ადამიანები, რომლებსაც მოსწონთ მარიტა როხვაძე და უმესიჯებენ. ასე იყო 2011 წელსაც, როცა მოვიგე „ჯეოსტარი“.
- გიორგი ბერიძის შეყვარებულის სტატუსი თუ ნახე...
- ვნახე და ვერ ვხვდები რამ გამოიწვია ეს აგრესია. ჯერ ერთი თეთრი არა, შავი ტრუსი ჩანდა ჩემი კაბის შიგნიდან, მეორეც, არ მესმის ეს რატომ უკვირთ დღევანდელ საქართველოში. არაფერი გამიკეთებია ისეთი, რაც აქემდე არ გაუკეთებიათ, თუნდაც სცენაზე ჩემს კოლეგებს. მე რომ გიორგის ადგილას ვყოფილიყავი არავითარშემთხვევაში არ მივცემდი უფლებას ჩემს გულშემატკივრებს და მითუმეტეს შეყვარებულს, ასეთი შეურაცხყოფა მიეყენებინა ჩემი კოლეგისთვის. ჩემი აზრით, ეს აჟიოტაჟი სწორედ ჩემმა ვიზუალმა გამოიწვია, იმან, რომ სცენაზე გამოვიდა გამხდარი, შარმიანი, სექსუალური მარიტა. არასეთეტიკური არაფერი მცმია. ნამდვილად არ ვიმსახურებდი ამ შეურაცხყოფას. მე და გიორგი ჟანრობრივად ძალიან განვსხვავდებით, ის როკშემსრულებელია, მას თავისი მსმენელი ჰყავს, მე - ჩემი. ძალიან მიყვარს გიორგი, დიდ პატივს ვცემ, ღირსეული კონკურენტი იყო ნამდვილად და მის შემოქმედებასაც ვაფასებ. იმედი მაქვს გიორგის მისი შეყვარებულის სტატუსი წაკითხული არ აქვს.

ნინო მჭედლიშვლი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 39 /
თაკსონა
ჯერეგერთი ეს ტუტუცი გოგო მაიკო დარწმუნებული ვარ მარიტასი ისე შეშურდა რო შავი ტრუსის მაგივრად თეთრი მოეჩვენა და ენა აქვს დასამოკლებელი მარიტა არაჩვეულებრივი გოგოა და რაც მთავარია არაჩვეულებრივი სულის პატრონი და ცოტა ენა მოუკლოს მაგ დებილმა გოგომ.....
22:50 / 23-12-2014
გამოხმაურება / 0 /
ბარბარე
გიორგი რომ დზან მაგარია ამას არუნდა ლაპარაკი,პოლიტიკა რაშუაშია რა ნაგავი ენის მატარებლებიხარტ ვერცკი წარმოიდგენთ.
15:29 / 09-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
მე არც გიორგი და არც მარიტა მაინტერესებს.მაგრამ ვინ ტუტუცია გიორგის შეყვარებული. ვითომ თვითონაც არ გამოუჩენია ტრუსი ჯერ.
20:46 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ბელა
რა ფასი აქვს უსირცხვილო ადამიანის ნამღერს არ ვიცი!
15:56 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარუ
ორიევე ძალიან ნიჭიერია მაგრამ კონბკურსი კონკურსია ყველას არ მოსწონს ეს როკი და მარიტა უშვენიერესია ბრავოო რას ლანძგავთ ერთმანეთს
14:07 / 07-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS