01 ნოემბერი, 2014
სულ სხვანაირი ამალია - რუსთაველი კონკიას ფოტომ სოციალური ქსელი შოკში ჩააგდო
აი, ამალია სტავროპოლში ერთ - ერთ ფესტივალზე „ნიჭიერის“ სცენაზე გამოსულმა ამალია ჯიბლაძემ მთელი საქართველო აალაპარაკა. მისმა სულისშემძვრელმა ისტორიამ და ნიჭმა ყველას თვალზე ცრემლი მოჰგვარა. თუმცა ამალიას ნამღერს ზოგი კრიტიკით შეხვდა და აღნიშნა, რომ ფონოგრამაზე მღეროდა.

სკანდალში გაეხვა მომღერალი ანრი ჯოხაძე, რომელმაც სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აფერისტობასთან გვქონდა საქმე და ამალია ფონოგრამაზე მღეროდა. იგივე აზრს აფიქსირებდა პარლამენტარი გოგა ხაჩიძეც.

„რუსთავი 2“-მა ოფიციალურად განაცხადა, რომ ამალიას ფონოგრამაზე არ უმღერია ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში მაია ასათიანს და ნანუკა
ჟორჟოლიანს მიმართა, რომ მათ შოუში იმ ადამიანების სტუმრობას არ მიესალმებოდა, ვინც არხს თაღლითობაში ადანაშაულებდა. ამ ყველაფრის შედეგად ანრიმ ამალიას ბოდიში მოუხადა და ვარდები მიართვა. გოგა ხაჩიძეს კი „ბრავოში“ ლობისტობა ჩამოართვეს.

თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ჟურნალისტმა მაია კახიძემ რამდენიმე წუთის წინ სოციალურ ქსელში ამალია ჯიბლაძის რამდენიმე წლის წინ გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:

„აი, ამალია სტავროპოლში ერთ-ერთ ფესტივალზე. გამარჯვებები ვუსურვოთ, არა?..“

ფოტომ ყველა შოკში ჩააგდო და უამრავი კომენტარი მოჰყვა:

„მუსორგსკის სახელობის მუსიკალური კოლეჯი აქვს დამთვარებული რუსეთში“.

„ვა, მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამის გარეშეც მოგვეწონებოდა“.

„ყველა საქართველოში რატომ ბეჩავდება, გამაგებინეთ, პლიიზ“

„აქ რომ კოჭებამდე კაბით იყო გამოსული“

მაია კახიძე: „ვა.. მოკლედ ტყუილი ტყუილზე. ამების გარეშეც მოგვეწონებოდა, ახლა ეს ჩემი მოპოვებული ფოტო ირბენს ინტერნეტში, არადა, იქ სადაც იდო, აღარ დევს, რა მალე წაშალეს“.

„საწყალი ადამიანის იმიჯი იმარჯვებს საქართველოში და ეს ფსიქიური გადახვევაა. სხვა არაფერი. მარტო ამალია კი არა ყველა სფეროში ეგრეა. გამარჯვებული და შემდგარი ადამიანები არავის ჭირდება, ეგრევე მტერი ჰყავს და მიწა აქვს მოზომილი ნაადრევად ჩასამარხად“.

„რუსთავი 2“ ამ თემაზე კომენტარს სავარაუდოდ ხვალ გააკეთებს, რასაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 55 /
მეორე
მეორე ტურში რატომ არ იმღერა ამალიამ.
09:17 / 04-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ანჩო-მარი
რამ გაგაბოროტათ ასე ერთიანად ყველა? რა თქვენი საქმეა როგორი ჩანთით მივიდა, რა რა ეცვა და ა.შ, თუ შეგიძლიათ თქვენც გამოდით და იმღერეთ, თუ არა და სხვის კრიტიკას თავი დაანებეთ და საკუთარ ცხოვრებას მიხედეთ.
12:08 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
აკაკი-s
მუხლს ზემოთ კაბა კი არა სიცრუე არ აპატიეს. ეხლა პაატა ბურჭულაძე მებარგულის ტაჭკით რომ მივიდეს და თქვას სიმღერასთან არავითარი კავშირი არ მაქვსო და სხვებს გაეჯიბროს სიმღერაში სწორი იქნება? ანალოგიური აფიორა ადრეც გააკეთა "რუსთავი-2"მა პატარა ავადმყოფ ბავშვზე რომ გამოაცხადეს ბაბუა ზრდის იმან ასწავლა სიმღერაო და ხალხს ობოლი ეგონა და გაამარჯვებინეს მასინ როდესაც მასზე 100 ჯერ ნიჭიერი ბავშვები მონაწილეობდნენ იმ კონკურსში
10:21 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცო
გამაოცა მისმა სიმგერამ.გამარჯვებას ვუსურვებ.
20:04 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
არა, ცოტა არ იყოს თავიდანვე ეჭვი დაბადეს, ფილარმონიის სცენაზე გამოდიოდა ქალი სამღერლად და ცოტა რტული დასჯერებელი იყო იმ ჭრელი ჩანთით მივიდა ბაზრიდან პირდაპირ? ეს ვერ დადგეს მთლად დამაჯერებლად, აი აქ გაეპარათ სიყალბე თორე რა ჭირს ამ ქალბატონს შესაცოდებელი არაჩვეულებრივი ხმა აქვს და ისედაც აირჩევდა ხალხი, მაგრამ უფრო მეტიც, მთლად გაუფუჭეს რეიტინგი.
16:11 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS