31 ოქტომბერი, 2014
მურატ ილდირიმი ნინი ბადურაშვილზე უგონოდაა შეყვარებული - ''ეს მას პირადადაც ვუთხარი...''
როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით მომღერალ ნინი ბადურაშვილზე თბილისში მორიგი ჭორი გავრცელდა. ამბობენ, თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი ნინიზეა შეყვარებული. ერთმანეთი მურატის პირველი ჩამოსვლისას გაიცნეს და მას მერე ხშირად ხვდებიან ერთმანეთსო. ზოგი იმასაც ამბობს, არც ნინი არის გულგრილი მის მიმართ. საყვარელ გოგონასთან ენის ბარიერი რომ არ არსებობდეს, თურმე მურატი ქართულს აქტიურად სწავლობს. ჭორს იმითაც ამყარებენ, რომ მურატი ცოლს რამდენიმე თვის წინ, საქართველოში პირველი ვიზიტის შემდეგ დაშორდა. ჭორის გაგების შემდეგ ნინი ბადურაშვილს დავუკავშირდით.

- ნინი, როგორც
გავიგეთ, მურატი საქართველოში პირველი ჩამოსვლისას გაიცანი და მას შემდეგ შენს გამო ჩამოდის ხშირად საქართველოში.
- (იცინის) ეს მორიგი ჭორია. ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' გავიცანი. სხვა დროს არ შევხვედრილვარ. როგორც ვიცი, ის დაკავებულია თავისი საქმიანობით. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.
- ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' სცენის მიღმა მურატი არ გინახავს?
- პროექტის გარდა შევხვდი რესტორანში, სადაც დანარჩენ ჟიურის წევრებთან მონაწილეებთან ერთად ყველა ვიყავით.
- ამბობენ, ნინის გამო აქტიურად სწავლობს ქართულსო.
- (იცინის) გარწმუნებ, ქართულს ჩემ გამო არ სწავლობს.
- გაქვს მისი მონაწილეობით სერიალები ნანახი და მოგწონს?
- ნანახი მაქვს მხოლოდ პირველი სერიალი, რომელიც საქართველოში აჩვენეს და სადაც ის, სავაშ ბალდარს თამაშობდა. ვფიქრობ, რომ ძალიან ნიჭიერი მსახიობია და ეს მას პირადადაც ვუთხარი.

პ.ს. საინტერესოა, როგორ შეხვდება ამ ჭორს ნინის ყოფილი მეუღლე ირაკლი კუტალაძე.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 82 /
Mariami
Magaria es ROM pirvelad wavikitxe at davujere da es murati qartveli megona magram mere gavige ROM turqelia zaluan magaria ROM qartuls swavlobs
21:32 / 10-05-2020
გამოხმაურება / 0 /
ირაო
რა სჰურის კორიანტელია ხალხო ასეტ ცნობილ ადამიანებს ტუ ვაბამტ ესეიგი რაც კარგები ვარტ ქარტველები ვარტ-გაუმარჯოს ნინის და მურატს!!!!!!!!!!!!!
00:16 / 09-01-2015
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ხალხო რა სისულელეაააა.....მაგ კაცს ულამაზესი ცოლი ჰყავს ,რომელიც ძალიან უყვააარს....ნინი როგორც ვხედავტთ მხოლოდ თავის ოჯახის წევრებს უყვართ ძალიან.....ს
11:48 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
კახა
ერთი გამაგებინეთ ვის რათ უნდა მიშა სააკიანის ნახნავი ნინი,კუტალაძეს ძლივს შეტენეს,და მაგანაც გამოაპანღურა.ეგ თურქიც ალბათ ფულის გამო უნდა,თორე მეტი არაა ჩემი მტეტი მაგ მურატმა თავისი პატიოსანი ცოლი მიატოვოს, და ეგ ქვეყნის გადახნული ქალი მოიყვანოს,
08:34 / 05-12-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
კარგი გოგო ხარ. თუნდაც მურადი იყოს. მთავარია შენ გიყვარდეს. ყველაფერ კარგს გისურვებ. სხვებმა ილაპარაკონ...
13:00 / 02-12-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS