31 ოქტომბერი, 2014
ნუკი კოშკელიშვილი ძუძუებს ჩვეულებრივი ''სკოჩით'' იმაგრებს
ნინა პირველ ჯერზე შორენა ბეგაშვილს სტუმრობდა, მის საცვლებსა და ბიუსტჰალტერშიც კი გაიქექა ''მარაო რუსთავი 2''-ზე გადაცემა ''გარდერობი'' გადის. მისი წამყვანი ნინა წკრიალაშვილია. სხვანაირად წარმოუდგენელიც კი იყო, რადგან მომღერლისთვის ჩაცმა-დახურვის საკითხი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესოა და გემოვნებასაც აშკარად არ უჩივის. ორიგინალურ სამოსსაც ხშირად ირგებს და დიზაინერების ყველა სიახლეს მიესალმება.

ნინა პირველ ჯერზე შორენა ბეგაშვილს სტუმრობდა, მის საცვლებსა და ბიუსტჰალტერშიც კი გაიქექა და ლამაზმანის ძვირფასი აქსესუარები თუ ერთი მანქანის ფასის ბეწვეულიც დაგვათვალიერებინა. აღმოჩნდა, რომ შორენა ოთხკუთხედ ბრილიანტზე ოცნებობს, რომელიც
ჯერჯერობით არ აქვს. ალბათ, მის თაყვანისმცემლებს შორის გამოჩნდება ვინმე საზრიანი, რომელიც მას ამ საჩუქარს აუცილებლად გაუკეთებს.

გარდა ამისა, შევიტყვეთ ისიც, რომ მსახიობს განსაკუთრებული ვნება აკავშირებს ჩანთებისადმი და ძალიან ძვირად ღირებულ ბრენდებს ''ეტანება''. მოკლედ, შორენას აშკარად გარდერობიც ვარსკვლავური აქვს, ისევე, როგორც სტატუსი.

სკანდალური მსახიობის შემდეგ ნუკი კოშკელიშვილის გარდერობსაც გადაწვდა. შორენასგან განსხვავებით, ნუკი ძვირად ღირებული ბრენდებით ვერ დაიკვეხნის და როგორც თავად თქვა, კარგი პატენტების ტარებასაც არ უკადრისობს. ნუკის თავისი, გამორჩეული, ორიგინალური ჩაცმულობის სტილი აქვს, თუმცა ერთი დეტალით განსაკუთრებით დაგვაინტერესა მაყურებელი.

თურმე, როდესაც ზედმეტად მოხსნილ კაბას იცვამს, რომლისთვისაც კარგად დამდგარი მკერდის გამოჩენაა საჭირო, ერთ ეშმაკობას იყენებს და ის ნინასაც ასწავლა. ჩვეულებრივ ''სკოჩს'' იღებს, მკერდის გარშემო შემოიტარებს და ძუძუს თავებზე კი ბამბის ბალიშებს იკრავს, რომ ისინი ''სკოჩისგან'' დაიცვას. თავიდან ეს ყველაფერი ნუკის მორიგი ხუმრობა გვეგონა, თუმცა მერე დემონსტრირებაც მოახდინა და შავ კაბაში გამოწყობილი გვეჩვენა ტელეკამერების წინ, ნინამ კი აღნიშნა, რომ ამ კაბის ქვეშ სწორედ ''სკოჩით'' დაყენებული მკერდი იმალებოდა.

არ ვიცი, რამდენად გამოიყენებთ ნუკის ამ რჩევას, მაგრამ როგორც თავად ამბობს, ასე მშვენივრად ახერხებს თავისი მკერდის დემონსტრირებას.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ქვრივი
მთავარია გენო მალაზონიას თუ მოწონს მაგის სკოჩიანი მკერდი
13:06 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ქართველ კაცთა სახელით
ქვევითაც სკოჩს იწეპებს? მოვკვდით ინტერესით.რა სანახაობა იქნება.....
11:29 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
ელარჯი
ზაზასტანაც ესე თამაშობდი და ცუგლუტობდი კალოჩე
15:50 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS