31 ოქტომბერი, 2014
მეგობრებმა დათო ხუჯაძე დააქორწინეს - ვინ არის იდუმალი მარია?..
დავინტერესდით ვინაა გოგონა, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოები მომღერალმა გამოაქვეყნა დღეს სოციალურ ქსელში მომღერალმა დათო ხუჯაძემ გოგონასთან ერთად გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. მეგობრები ულოცავდნენ და კომენტარებში ''გორკას'' ითხოვდნენ. დათო წერს, რომ მალე ახალ კლიპს შესთავაზებს თავის მსმენელს.

დავინტერესდით ვინაა გოგონა, რომელთან ერთად გადაღებული ფოტოები მომღერალმა გამოაქვეყნა და რამდენიმე კითხვით მივმართეთ.

- დათო, ახალი კლიპი სადაა გადაღებული?
- პარიზში, მალე გამოვა.
- თბილისში იქნება პრემიერა თუ მოსკოვში?
- მოსკოვში.
- საქართველიში როდის გეგმავ ახალი კლიპით ჩამოსვლას?
- ჯერ არა.
- ფოტოები, რომელიც ბოლოს გამოაქვეყნე გოგონასთან ერთად ამ კლიპიდანაა?
- დიახ.
- მეგობრები გილოცავენ და წერენ, რომ ძალიან საყვარლები ხართ. ვინაა ეს გოგონა?
- ამ კლიპის რეჟისორი მარია სკობელევა.
- მეგობრები თქვენგან "გორკას'' ითხოვდნენ და ვიფიქრეთ, რომ მეორედ დაოჯახდით.
- არა.
- ანუ მარიასთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა გაკავშირებთ?
- ჯერ არ ვაპირებ დაოჯახებას. მე და მარიას კი მხოლოდ საქმე გვაკავშირებს.

მერი კობიაშვილი
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS