29 ოქტომბერი, 2014
ვინ დაინტერესდა ნანუკა ჟორჟოლიანის ადგილსამყოფელით - ჟურნალისტმა მეუღლეს ჩააკითხა
ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მალე შეყვარებულს ნახავდა რამდენიმე საათის წინ ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. ადამიანებს ყველაზე მეტად სასიყვარულო ამბები, რომ უჩუყებს გულს, კიდევ ერთხელ დამტკიცდა. ფოტოს რამდენიმე წუთში ათასობით მოწონება ხვდა წილად.

ჟურნალისტი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ მალე შეყვარებულს ნახავდა.

მოწონების გარდა, ფეისბუქმეგობარები იმითაც დაინტერესდნენ, თუ სად იმყოფებოდა ნანუკა მეუღლესთან ერთად. თუმცა ცხადია ჟურნალისტმა ეს კითხვა უკომენტაროდ დატოვა. როგორც ცნობილია, მისი მეუღლე-ირაკლი ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნება.

ნანუკას ერთ-ერთი
მეგობარი წერს: ''ფოტოს ''სიყვარულო ძალსა შენსა'', უნდა ერქვას. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია, რომ საყვარელი ადამიანის სანახავად საქართველოს-ევროპის გზა გადაგალახინოს მრავალჯერ და გაფრინოს საათობით! საბოლოოდ კი შეგახვედროს საყვარელ ადამიანს!''

სალომე დადიანი

ბეჭდვა