29 ოქტომბერი, 2014
ექიმების შეცდომა! - რეზიკო რობაქიძის მდგომარეობა გაუარესდა
ხვალიდან ვარჯიშს ვერ შევძლებ ''ცეკვავენ ვასკვლავების'' კიდევ ერთ ტურში მონაწილეობა ვერ მიიღო მარიამ სანოგოს მეწყვილემ რეზიკო რობაქიძემ. რეზიკო ორი ტურის წინ ცეკვისას დაშავდა. გასულ კვირას პროექტის ერთ-ერთმა ქორეოგრაფმა საშა ოხრიმენკომ შეცვალა. მაშინ გამოაცხადეს, რომ შემდეგ ტურში რეზიკო ცეკვას შეძლებდა, მაგრამ გუშინ გადაცემის დაწყებამდე ერთი საათით ადრე კვლავ საავადმყოფოში მოხვდა და ის ამჯერად მოცეკვავე ირაკლი საბაძემ ჩაანაცვლა. რეზიკოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რამდენიმე კითხვა დავუსვით.

- რეზიკო, როგორ გრძნობ თავს?

- შიდა ქალის წნევა მაქვს და წნევა დამივარდა.
გადაცემის დაწყებამდე შიშის მომენტიც მქონდა და გადავწყვიტე, რომ ამ შემთხვევაში ცეკვებზე უარი მეთქვა. დღეს სხვა ექიმი ვნახე, რომელიც მპირდება, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ცეკვის გაგრძელებას უახლოეს მომავალში შევძლებ. არასწორი მკურნალობა ჩამიტარეს წინა სავადმყოფოში, უბრალოდ არ მინდა სახელის დასახელება და არასწორმა მკურნალობამ გამოიწვია ნერვული სისტემის დაზიანება და გარდა ამისა ცეკვისას თავის დარტყმამ მხედველობის და ნერვული სისტემის მოშლა გამოიწვია.
- ხომ არ ფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ცეკვებზე უარი თქვა?
- ცეკვა ძალიან მინდა და ექიმი დამპირდა, რომ მკურნალობას რომ ზუსტად ჩავიტარებ, ცეკვას შევძლებ.
- რეპეტიციებს როდის აგრძელებ?
- ხვალიდან ვარჯიშს ვერ შევძლებ. დღეს რეალურად რეპეტიცია არ გვაქვს, ყოველი ტურის მომდევნო დღეს მუსიკას ვარჩევთ ხოლმე. ხვალ გამოვტოვებ რეპეტიციას და ზეგიდან შევძლებ პროექტს დავუბრუნდე.
- შენი მეწყვილის და ირაკლი საბაძის ცეკვა ნახე?
- სიმართლე გითხრათ, არ მიყურებია. გადაცემის დაწყებამდეე კვლავ საავადმყოფოში აღმოვჩნდი. დღეს მარიამმა მითხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ირაკლი საბაძეს და ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' მთელ ჯგუფს, რომლებიც მხარში დამიდგნენ.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 12 /
ნინო
არა მზია სულ მიშას ბრალია
02:45 / 05-11-2014
გამოხმაურება / 0 /
1111
ქართVელი ნევროპათოლოგოები ,,ძლიერები,, არიან. მაგალითად, მკურნალობენ ხერხეემალს, ნევროზებს, რაც მათი კომპეტენცია არ არის!
13:12 / 03-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მზია რუსთავი2 რა შუაშია? ეს გადაცემა იმედზეა
14:14 / 02-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მზია
რუსთავი 2 ვადებული იყო, რეზიკოს ჯანმრთილობის გამოსასწორებლად საუკეთესო კლინიკა შეერჩია და მაღალ- კვალიფიციური ექიმების დახმარებით მისი მდგომარეობა გამოესწორებინა, რასაც ალბათ მასთან დადებული კონტრაქტიც ითვალისწინებდა. ძალიან ვწიხვარ, რომ ექიმის დაუდევრობის მსხვერპლი გახდა ეს ნიჭიერი მოცეკვავე.
17:00 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
იაკო
რეზი გამოჯანმრთელებას გისურვებ!ბავშვობაში ძაღლით რომ მაშინებდი და აგრეთვე ცხენით და წყლის კუთი დამდევდი სრულ შოკში ვიყავი,ახლა შენ გულშეგმატკივრობ და მინდა ჯანმრთელობა და წარმატებები გისურვო (Y)
21:28 / 30-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS