29 ოქტომბერი, 2014
ნინი ბადურაშვილს სავაშის კომპლიმენტმაც ვერ უშველა - "ღირსეულად დავტოვეთ პროექტი''
მთავარი ის არის, რომ კარგი ცეკვა იყო გუშინ, "ცეკვავენ ვარსკვლავები'' მორიგმა წყვილმა დატოვა. ნინი ბადურაშვილს მურატ ილდიმირის კომპლიმენტმა ვერ უშველა და ოთო ფოლადაშვილთან ერთად პროექტს გამოეთიშა.

"მთავარი ის არის, რომ კარგი ცეკვა იყო და ღირსეულად დავტოვეთ პროექტი. მადლობა ყველას და პირველ რიგში ოთო ფოლადაშვილს'' - დაწერა მოგვიანებით სოციალურ ქსელში ბადურაშვილმა.

პროექტს ჟიურის ახალი წევრი ქართველი ქალების გულთამპყრობელი მურატ ილდირიმი (სავაშ ბალდარის როლის შემსრულებელი) შეემატა, რომელმაც გუშინ ნინის სილამაზეს კომპლიმენტები არ მოაკლო, მაგრამ როგორც ჩანს, ვარსკვლავს
ამანაც ვერ უშველა.

" ისე მერამდენე სეზონია ვაკვირდები რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით ნაკლები ხალხი უმესიჯებს. რა კრიტერიუმებით ხდება დამესიჯება ვერ ვხვდები. მიმაჩნია, რომ პროექტი ამ ეტაპზე არ უნდა დაგეტოვებინა. მე პირადად ვხედავდი როგორ შრომობდი და ყველაფერს ლამაზი და ძლიერი გამოსვლებისთვის აკეთებდი. წარმატებები პირად ცხოვრებაში" - წერს ნინის ერთ-ერთი მეგობარი.

სალომე დადიანი

ბეჭდვა