28 ოქტომბერი, 2014
ამალია ჯიბლაძის ტკივილიანი გზა - „წელიწადნახევარია რაც მეუღლე დამეღუპა...“
ეს დიდწილად „რუსთავი 2„-ის დამსახურებაა ამალია ჯიბლაძის სახელი და გვარი „რუსთვი 2“-ის მაყურებელმა უკვე კარგად იცის. „ნიჭიერის„ გუშინდელი გადაცემის ფინალი ემოციური აღმოჩნდა მაყურებლისთვის. „ბაფთებს ვაკეთებ და ბაზრობაზე ვაბარებო, თქვა სიუჟეტში ქალბატონმა. მან ნამდვილად ფურორი მოახდინა სცენაზე. ჟიური და მაყურებელი გაოგნებული შეჰყურებდა ქალბატონს, რომელმაც გასაოცარი ხმა ამოუშვა ყელიდან. სუფთა ნოტები, ძლიერი ემოცია და დახვეწილი მუსიკალური გემოვნება იღვრებოდა სცენაზე. მაყურებელი ტიროდა, ცრემლებს იწმენდდა ია ფარულავაც.
ჩვენ გუშინდელი გადაცემის გმირს დავუკავშირდით.

- ამალია, პირველი რიგში მიიღეთ ჩემი გულწრფელი
აპლოდისმენტები გუშინდელი ნომრისთვის. საოცარი გამოსვლა გქონდათ.

- დიდი მადლობა, მაგრამ ეს დიდწილად „რუსთავი 2„-ის დამსახურებაა.
- გვიამბეთ თქვენი მუსიკალური წარსულის შესახებ, ოჯახში ვინმე პროფესიონალურად მღერის? ნიჭი ვისგან გაქვთ?
- პროფესიონალურად არავინ. ალბათ ჩემი წინაპრები მღეროდნენ. ბავშვობიდან მიყვარს მუსიკა, ვმღეროდი სკოლის გუნდში. დავამთავრე კულტურის კოლეჯი. პედაგოგი ვარ პროფესიით, სტუდენტობის პერიოდში პატარ-პარატა კონკურსებში მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ დიდ სცენაზე არასდროს ვმდგარვარ. ეს ჩემი დებიუტი იყო.
- ოჯახზე რას მეტყვით. გათხოვილი ხართ?
- ქვრივი ვარ. წელიწადნახევარია რაც მეუღლე დამეღუპა.
- უბედური შემთხვევა იყო თუ...
- ძალიან მტკივნეული თემაა ეს ჩემთვის. მაპატიეთ, ამაზე ლაპარაკი არ მინდა.
- შვილებზე მაინც მიამბეთ.
- ორი შვილი მყავს. მაპატიეთ, აფორიაქებული ვარ, „კურიერიდან„ ველოდები ჟურნალისტებს, თან სახლს ვალაგებ, თან თქვენ გელაპარაკებით. მერე ვისუბროთ.

ნინო მჭედლიშვილი
ბეჭდვა