28 ოქტომბერი, 2014
ლევან სუხიტაშვილმა ''ცოცრით'' დაკვრა დაამხეცა
გუშინდელი ''ნიჭიერი'' საინტერესო აღმოჩნდა ''რუსთავი 2''-ის მაყურებლისთვის. სოციალური ქსელში განსაკუთრებული პოპულარობით ორი მონაწილის ვიდეოს აზიარებს.

ქალბატონ ამალიას სიმღერას დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. მუსიკოსებიც კი აღფრთოვანებულნი არიან მისი ვოკალური მონაცემებით, სისუფთავითა და სისადავით. ეკა კვალიაშვილი და მაია დარსმელიძე აღფრთოვანებას ვერ მალავენ ამ ნომრით, ვიდეოს აზიარებენ და მადლობას უხდიან ნიჭიერის მონაწილეს პროექტში მისვლისთვის.

მეორე ნომერი, რომელსაც ინტერმეტმომხმარებელმა ''ცოცრის ნიჭიერება'' დაარქვა ძირითადად ღადაობისა და შაყირის თემად იქცა ფეისბუქმომხმარებელში.

მარტო მსახიობმა, ლევან სუხიტაშვილიმა ათი სტატუსი მიუძღვნა ტომას ჯალაკის ნომერს. რამდენიმე
განსაკუთრებით მომხვდა თვალში და მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

''ვამზადებ ფორტეპიანოზე დაკვრაში... ცოცროლოგი''  

''წავედი... დამტოვეთ ჩემს ცოცორთან მარტო...''

''ახლა ვცადე და... არც ისე რთული ყოფილა ცოცრით დაკვრა... უბრალოდ მე გიტარაზე ვცადე... პიანინო არ მაქვს და... იმაზეც დავამხეცეეებ....''

ნინო მჭედლიშვილი

ბეჭდვა