28 ოქტომბერი, 2014
გიორგი ყიფშიძე და ანი ჩიკვილაძე შერიგდნენ:''ყველაფერი წარსულს ჩაბარდა''...
ჭორის მიხედვით გიორგისა და ჯულიანას შემოდგომაზე უნდა ექორწინათ. გიორგი ყიფშიძის და ანი ჩიკვილაძის ოჯახი გასულ ზაფხულს კინაღამ  პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებს'' შეეწირა. ქალაქში  ჭორი გავრცელდა, რომ გიორგი და ჯულიანა ბარ-გნარი შეყვარებულები იყვნენ და ოჯახის შექმნასაც გეგმავდნენ. გიორგი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებდა. ჯულიანა კი ცდილობდა ჟურნალისტების კითხვები თავიდან აეცილებინა. ამბობდა, რომ შეყვარებული იყო, თუმცა შეყვარებულის ვინაობის დასახელებისგან თავს იკავებდა.

ჭორის მიხედვით გიორგისა და ჯულიანას შემოდგომაზე უნდა ექორწინათ.

თუმცა  გიორგი მეუღლესთან, ანი ჩიკვილაძესთან ერთად ვნახეთ და ბუნებრივია,
დავინტერესდით, რა ხდებოდა საქართველოში ყველასთვის ცნობილ ოჯახში. ანი ჩიკვილაძეს დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვით მივმართეთ. 

- ანი , შენ და გიორგი ფესტივალ ''საჩუქარის'' ფარგლებში გამართულ რამდენიმე სპექტაკლზე ერთად გნახეთ და ვიფიქრეთ, რომ შერიგდით. რა შეგიძლიათ, თქვათ ამ თემაზე?
- შემიძლია, დაგიდასტურებთ. ერთად ვართ. 
-  ძალიან კარგია, რომ უთანხმოება, რომელიც თქვენს შორის იყო, აღარ არსებობს. ამბობდნენ, რომ ზაფხულში რამდენიმე თვის განმავლობაში ერთად არ ცხოვრობდით და ეს ჩვენს ჟურნალთან მიცემულ კომენტარშიც დაადასტურეთ.
- ზაფხულში ცალცალკე ვიყავით. თუმცა ყველაფერი წარსულს ჩაბარდა.


სალომე დადიანი

ასევე იხილეთ

ბეჭდვა