28 ოქტომბერი, 2014
დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ "მაესტრო" დატოვეს
ტელეკომპანია „მაესტროს“ როგორც ამბობენ, ფინანსური კრიზისი აქვს. გავრცელებულ ამბავს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ბოლო დროს არხს ჟურნალისტები ტოვებენ.

„მაესტრო“ რამდენიმე კვირის წინ ვახო სანაიამ დატოვა. გავრცელებული ინფორმაციით ვახო სანაიას საავტორო გადაცემის გაკეთებაზე უარი უთხრეს. მოგვიანებით თეონა გეგელიამ ამ ფაქტის გამო გულისტკივილი გამოთქვა, და აღნიშნა, რომ არხი ვახო სანაიას მსგავს პროფესიონალებს არ უნდა კარგავდეს.

დღეს კი ცნობილი ხდება, რომ არხი „სუბიექტური აზრის“ წამყვანებმა დიანა ტრაპაიძემ და თეონა გეგელიამ და ჟურნალისტმა სოფო ზურებიანმაც დატოვეს.

სალომე დადიანი
ბეჭდვა