25 ოქტომბერი, 2014
სალომე ჭაჭუას პირველი კომენტარი ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მომხდარ სკანდალზე - ''ჩემს მეწყვილეს მე თვითონ ვამეცადინებ...''
ყველას გაუჩნდა კითხვა მოახერხებს თუ არა სალომე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთ პროექტში ყოფნას
პროექტ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' სკანდალი ყოველ სეზონზე ხდება. არც მეხუთე სეზონი გახდა ამ მხრივ გამონაკლისი. პროექტი ქორეოგრაფებმა - საშამ, ალიონამ და დიმამ დატოვეს. მოცეკვავეები ყოველი ცეკვის შემდეგ მათ მადლობას უხდიდნენ, თუმცა ჟიურის წევრი გოჩა ჩერტკოევი ქორეოგრაფებისთვის შენიშვნის მიცემას არასდროს ერიდებოდა.
ცნობილი გახდა, რომ რომ ქორეოგრაფებსა და გოჩა ჩერტკოევს შორის მოხდა უთანხმოება, რის შემდეგაც პროექტი ქორეოგრაფების გარეშე დარჩა. ამბობენ, მათ მაგივრად მოცეკვავეებს გიგი გაჩეჩილაძე ამეცადინებსო.
დეტალების გასარკვევად ქორეოგრაფ საშა ოხრიმენკოს მეუღლეს - მზია ორველაშვილს დავუკავშირდით. თუმცა მზიამ ამ თემაზე საუბარი არ ისურვა და მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

- მზია, რა გახდა გოჩა ჩერტკოევსა და ქორეოგრაფებს შორის დაპირისპირების საბაბი?
- ეს ჩემი პრობლემა არაა და კითხვებზე პასუხს ვერ გაგცემთ.

ვესაუბრეთ პროექტის მონაწილე სალომე ჭაჭუას. რა თქმა უნდა, ყველას გაუჩნდა კითხვა მოახერხებს თუ არა სალომე გიგი გაჩეჩილაძესთან ერთ პროექტში ყოფნას და მისი დადგმული ცეკვების შესრულებას.

- სალომე, რატომ შეიცვალნენ ქორეოგრაფები პროექტში.
- მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში არ ვარ და ვერანირ კომენტარს ვერ გავაკეთებ.
- მომდევნო ტურისთვის მზადება ჩვეულებრივ გრძელდება?
- რა თქმა უნდა, ყველა ძველებურად ვმეცადინეობთ.
- გავრცელებული ინფორმაციით გიგი გაჩეჩილაძე იქნება მთავარი ქორეოგრაფი.
- ამის შესახებ მე ჯერჯერობით არ მსმენია.
- ცეკვებს ვინ დგამს მომდევნო ტურისთვის?
- პირადად მე ჩემს მეწყვილეს მე თვითონ ვამეცადინებ და სხვების შემთხვევაში რა ხდება, არ ვიცი.

სალომე დადიანი


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 3 /
ნინა
რა იდიოტობაა,გაუბერეს პროდუსერებმა? ჩაემთავრებინათ მაინც ბოლომდე ეს სეზონი.
12:02 / 27-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ლუზი
ახლა კეთილი ინებოს ჩერტკოევმა და ამეცადინოს.ძალიან საინტერესო იქნება. რატომაც არა
15:54 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
kukusha
მიდი ჭაჭუ ამაცადინე ხო ვ
12:30 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS