24 ოქტომბერი, 2014
გვანცა ბაგრატიონი: ''ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც მათი ადგილი არ არის''
არასოდეს ვყოფილვარ მსხვერპლი გვანცა ბაგრატიონის ახალი კლიპი Diamonds ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა და კრიტიკა დაიმსახურა. კლიპში გვანცა საყვარელი მამაკაცი ღალატობს და მასზე შურს იძიებს. გაბრაზებული რეპერი გოგონა სცენარის მიხედვის თავის მოკვლას დააპირებს, თუმცა საბოლოოდ ტყვიით იმ ადამიანს უსწორდება, ვინც უღალატა.

გვანცა, შენს კლიპს სოციალურ ქსელში არერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რას ეტყვი კლიპის კრიტიკოსებს?
- თვითონ გააკეთონ უკეთესი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!
ვინ თამაშობს ბიჭის როლს, ვინც გღალატობს?
- ჩემი ერთ-ერთი ფერადკანიანი მეგობარი, კარგი ადამიანია ბიჭიც და
ის გოგოც, რომელთანაც მღალატობს. ორივე ჩემი მეგობარია. გავუშიფრავ ხალხს, კიდევ რაღაც რომ არ გამოიგონონ. ხალხის გამოგონილი ზღაპრები და ბინძური ჭორები უკვე ყელში მაქვს.
- ქალთა ძალადობასთან დაკავშირებითაც გამოთქვი სოციალურ ქსელში აზრი. როდისმე ძალდობის მსხვერპლი ყოფილხარ?
- არასოდეს ვყოფილვარ მსხვერპლი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. პირიქით.
- ანუ შენ გიძალადია?
- არც მე არ მიძალადია. თანასწორუფლებიანობა დიდი ხნის წინ არ ვრცელდებოდა ქალებზე. მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკურ უფლებებს. სამოქალაქო უფლებებშიც მნიშვნელოვან შეზღუდვებს განიცდიდნენ. დღეს აღარ არის ასე, შედარებით...
მაგრამ მამაკაცები ყოველთვის ქალებზე მაღლა მდგომად მიიჩნევენ თავს და ეს დრო არასდროს არ მოვა, რომ თანასწორი უფლებები გვქონდეს. და არც არის საჭირო ჩემი აზრით. კაცს ყოველთვის მეტი შეუძლია და ამაში ვერავინ შემედავება და უფრო მეტის უფლება აქვს, ვიდრე ქალს. ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც მათი ადგილი არ არის.
- შენ სად არ ჩაყოფდი ცხვირს. როგორ ფიქრობ სად არაა შენი ადგილი?
- პირადად ჩემზე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმიტომ, რომ მე ბევრ რამეში არ ვყოფ ცხვირს.


ბეჭდვა