24 ოქტომბერი, 2014
გვანცა ბაგრატიონი: ''ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც მათი ადგილი არ არის''
არასოდეს ვყოფილვარ მსხვერპლი გვანცა ბაგრატიონის ახალი კლიპი Diamonds ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა და კრიტიკა დაიმსახურა. კლიპში გვანცა საყვარელი მამაკაცი ღალატობს და მასზე შურს იძიებს. გაბრაზებული რეპერი გოგონა სცენარის მიხედვის თავის მოკვლას დააპირებს, თუმცა საბოლოოდ ტყვიით იმ ადამიანს უსწორდება, ვინც უღალატა.

გვანცა, შენს კლიპს სოციალურ ქსელში არერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა, რას ეტყვი კლიპის კრიტიკოსებს?
- თვითონ გააკეთონ უკეთესი. წარმატებებს ვუსურვებ ყველას!
ვინ თამაშობს ბიჭის როლს, ვინც გღალატობს?
- ჩემი ერთ-ერთი ფერადკანიანი მეგობარი, კარგი ადამიანია ბიჭიც და
ის გოგოც, რომელთანაც მღალატობს. ორივე ჩემი მეგობარია. გავუშიფრავ ხალხს, კიდევ რაღაც რომ არ გამოიგონონ. ხალხის გამოგონილი ზღაპრები და ბინძური ჭორები უკვე ყელში მაქვს.
- ქალთა ძალადობასთან დაკავშირებითაც გამოთქვი სოციალურ ქსელში აზრი. როდისმე ძალდობის მსხვერპლი ყოფილხარ?
- არასოდეს ვყოფილვარ მსხვერპლი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს. პირიქით.
- ანუ შენ გიძალადია?
- არც მე არ მიძალადია. თანასწორუფლებიანობა დიდი ხნის წინ არ ვრცელდებოდა ქალებზე. მოკლებულნი იყვნენ პოლიტიკურ უფლებებს. სამოქალაქო უფლებებშიც მნიშვნელოვან შეზღუდვებს განიცდიდნენ. დღეს აღარ არის ასე, შედარებით...
მაგრამ მამაკაცები ყოველთვის ქალებზე მაღლა მდგომად მიიჩნევენ თავს და ეს დრო არასდროს არ მოვა, რომ თანასწორი უფლებები გვქონდეს. და არც არის საჭირო ჩემი აზრით. კაცს ყოველთვის მეტი შეუძლია და ამაში ვერავინ შემედავება და უფრო მეტის უფლება აქვს, ვიდრე ქალს. ქალებმა არ უნდა ჩაყონ ცხვირი იქ, სადაც მათი ადგილი არ არის.
- შენ სად არ ჩაყოფდი ცხვირს. როგორ ფიქრობ სად არაა შენი ადგილი?
- პირადად ჩემზე ვერ გავაკეთებ კომენტარს იმიტომ, რომ მე ბევრ რამეში არ ვყოფ ცხვირს.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 51 /
რომა
ქალებს თავი საქმე აქვთ კაცებს თავის , კაცის საქმეს ქალი ვერასდროს ვერ გააკეთებს დააყენეთ უკანა ხედებუი ქალებო
13:18 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ქალთა უფლებები არ ვიცი და საქართველო რომ გაივსო არაკაცებით ეს ჩანს
00:21 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
სააკოვი მეძAხეთ
ეს რომ კაცი ყოფილიყო პრეზიდენტი გახდებოდა ! მარგველაშვილ არარაობას ყველა ჯობია ეს მაინც მიხედავდა ქვეყანას რომ ჩAიშAლა ყველაფერი და არაფერი აღარ კეთდება საერთოდ მოკვდნენ
00:20 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნონა
აქ ძAლადობის გამართლებაზე არ არის საუბარი აქ საუბარია ქალისა და მამაკაცის თანაწორუფლებიანობაში მაკა , და მართალს ამბობს ეს ადამიანი თორე მკვლელებს არავინ გაამართლებს და ძAლადობას !
00:08 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
რამდენს კაცს გაუხარდებოდა ეხლა ჩვენ უფრო დიდი ადგილი გვიკავიაო :D : D არაფერს არ წარმოადგენთ კაცებო :*
00:04 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS