23 ოქტომბერი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის ქალიშვილი და სანდრექსა შერიგდნენ
ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე დღის წინ ქალიშვილის მესიჯი გამოაქვეყნა ''ჩემი ცოლის დაქალებს'' ბევრი აქტიურად ადევნებს თვალს და სერიალში განვითარებულ მოვლენებს მტკივნეულად განიცდის.

ახალ სეზონში ცნობილი გახდა, რომ სანდრექსას ნატაშკას გარდა სხვაც უყვარს და ეს ამბავი ნატაშკასთვის არც დაუმალავს. სოციალურ ქსელში სანდრექსას საქციელმა დიდი აჟიოტაში გამოიწვია.

ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა რამდენიმე დღის წინ ქალიშვილის მესიჯი გამოაქვეყნა ''მძულს სანდრექსა, იდიოტი''.

მარიამის გაბრაზება დიდხანს არ გაგრძელებულა. ნანუკა ჟორჟოლიანმა მარიამის და სანდრო კაკულიას ფოტო გამოაქვეყნა წარწერით ''პრობლემა ამოწურულია''. ''რა ქნას სანდრექსამ,
როლი აქვს ასეთი, გაუჩალიჩეს,'' - წერენ სოციალურ ქსელში.

სალომე დადიანი

ბეჭდვა