22 ოქტომბერი, 2014
ნუნუკა თამაზაშვილის საყვარელი დიზაინერი გარდაიცვალა...
დიზაინერის გარდაცვალებას ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუაც გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის ჩაცმულობა პირველად პრეზიდენტის ინაუგურაცის საღამოსადმი მიძღვნილ ვახშამზე გააკრიტიკეს. ამბობდნენ, კაბა ლამაზი, თუმცა ინაუგურაციისთვის მეტისმეტად ფერადი იყო. მეორე დღეს, სოციალურ ქსელში დაწერეს, რომ ნუნუკას კაბა დიზაინერ ოსკარ დე ლა რენტას ეკუთვნოდა და 6490 დოლარი ღირდა.

Rating

ნუნუკა ჩაცმულობის გამო კრიტიკის ქარ-ცეცხლში მეორედ პრემიერ-მინისტრის ამერიკაში ვიზიტისას გაეხვა. მაშინ ნუნუკას კაბაზე უფრო მეტს საუბრობდნენ, ვიდრე თავად პრემიერის ვიზიტის შე
დეგებზე

ორივე შემთხვევაში ნუნუკას არჩევანი გაკეთებული ჰქონდა ცნობილ დიზაინერ ოსკარ დე ლა რენტაზე.


Rating

დიზაინერი ოსკარ დე ლა რენტა 21 ოქტომბერს 82 წლის ასაკში გადაიცვალა. ამ ამბავმა ბევრს გული დასწყვიტა. სოციალურ ქსელში მის სამოსს მოდის მოყვარულები აქვეყნებენ და წერენ, რომ მსოფლიო მოდას დიდი ადამიანი დააკლდა.

დიზაინერის გარდაცვალებას ქართველი რეჟისორი რობერტ სტურუაც გამოეხმაურა სოციალურ ქსელში.

''გარდაიცვალა ოსკარ დე ლა რენტა ცნობილი ამერიკელი ფეშენ-დიზაინერი, ცნობილი ესპანელი კრისტობალ ბალენსიაგას მოწაფე. (ღმერთო, რა უბედური პროფესია მაქვს - რატომ უნდა ვიცოდე ასეთი რაღაცებიც?!) ალბათ იმიტომ, რომ თეტრის პრომლემებიც ირეკლებოდა მის ქმნილებებში: არ იჭაჭებოდა რაღაც გიჟური კონცეფციების შექმნაზე, მისი მაღალ გემოვნების და დახვეწილი სტილის კაბას ან კოსტუმს ჩაიცვამდა ნებისმიერი ადამიანი...

Rating

"მოდის მსხვერპლი" მისი ტერმინია და იმ მხატვრებს შეეხება, ვინც მხოლოდ ორიგინალურობისთვის ქმნიან ექსტრავაგანტურ ტანსაცმელს, ფერების უჩვეულო შეხამებით, არარსებული ფორმის, ვერსად რომ ვერ ჩაიცმევს ნორმალური ქალი თუ კაცი.

ნახეთ მისი უკანასკნელი შედევრი - ჯორჯ კლუნის მეუღლის ამალის საქორწილო კაბა. ყველაფერი გაითვალისწინა ავტორმა, ქალის სილამაზე და სინატიფე, ბედნიერება, რომელიც ქორწილს მოაქვს და ადგილიც, სადაც ჯვარი დაიწერა არაჩვეულებრივმა წყვილმა - ვენეცია!'' - წერს რობერტ სტურუა.

საინტერესოა, რომელ დიზაინერზე გააკეთებს არჩევანს ნუნუკა თამაზაშვილი, მას შემდეგ რაც ოსკარ დე ლა რენტა გარდაიცვალა.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მემრე
ვაჰაჰაჰაჰაჰა
20:49 / 22-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS