22 ოქტომბერი, 2014
იაპონიაში პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ ეროვნული სამოსი მოირგეს (+4 ფოტო)
საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად ჩაის მომზადების ცერემონია გაიმართა იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი კიოტოს ესტუმრა და ''ჯიდაი მაცურის'' ფესტივალს დაესწრო, რომელიც საიმპერატორი სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიურად 22 ოქტომბერს იმართება. ფესტივალი სათავეს 1895 წლიდან იღებს და მასში 2000 მდე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი მონაწილეობს.

დღის განმავლობაში გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ კულტურულ ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა.

Rating

Rating

Rating

Rating


კიოტოში საქართველოს პრეზიდენტის და პირველი ლედის პატივსაცემად ჩაის მომზადების ცერემონია გაიმართა, სადაც პირველმა ლედიმ იაპონელების ეროვნული სამოსი კიმონო მოირგო. უნდა
აღინიშნოს, რომ ფეხმძიმე პირველ ლედის კიმონო ძალიან მოუხდა.

სოციალურ ქსელში უკვე გამოქვეყნდა იაპონიაში ვიზიტის ამსახველი ფოტოები და კიმონოში გამოწყობილმა მაკა ჩიჩუამ ქართველების დიდი მოწონება დაიმსახურა.

სალომე დადიანი

ბეჭდვა