21 ოქტომბერი, 2014
ნუკი კოშკელიშვილი კვლავ საავადმყოფოში მოხვდა...
ნუკის ჯანმრთელობის გამო მისი მეგობრები შეწუხდნენ ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა ზაფხულში ფეხი მოიტეხა. მოგვიანებით კიდევ ერთი ოპერაცია დასჭირდა და ახლა როდესაც უამრავი გეგმა აქვს და ''მარაო რუსთავი 2''-ზე მისი და თიკა ფაცაციას გადაცემა ''შეიცვალე'' უნდა გავიდეს, სოციალურ ქსელში ნუკის კიდევ ერთი ფოტო გავრცელდა საავადმყოფოდან.

''არადა აგერ ახლა დავტოვე საავადმყოფო,'' - წერს ნუკი. სოციალურ ქსელში ფოტო კიდევ რამდენიმე გვერდმა გაიზიარა.

ნუკის ჯანმრთელობის გამო მისი მეგობრები შეწუხდნენ. ეკითხებოდნენ, ავარიაში ხომ არ მოჰყევიო. რასაკვირველია, გადავწყვიტეთ გაგვერკვია, რა დაემართა ამჯერად
ნუკის.

Rating

ტელეწამყვანს ტელეფონით დავუკავშირდით. ნუკიმ მალევე გვიპასუხა. მისი ხმის გაგონება ძალიან გაგვვიხარდა. როგორც აღმოჩნდა, ფოტო გადაცემა ''კომედი შოუს'' გადაცემა ''ქალთა სახეებიდანაა'' და ნუკის საბედნიეროდ ამჯერად არაფერი აწუხებს და თავს აბსოლუტურად ჯანმრთელად გრძნობს.

იხილეთ ასევე

ნუკი კოშკელიშვილს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა
სალომე დადიანი


ბეჭდვა