20 ოქტომბერი, 2014
ლიზა ყენია ვანო მერაბიშვილისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება
ლიზა პოლიტიკაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურება მომღერალი ლიზა ყენია ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ხვდება ყვითელი პრესის ფურცლებზე. ამისთვის კი რამდენიმე მიზეზი არსებობს. მომღერალი არ ერიდება სოციალურ ქსელში თამამი ფოტოების გამოქვეყნებას. შედეგად მომღერალს ასაკით მასზე დიდი თაყვანისმცემლები გამოუჩნდა.

ლიზა პოლიტიკაში მიმდინარე ამბებს სოციალურ ქსელში ხშირად ეხმაურება. რამდენიმე თვის წინ ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო გამოთქმულ მის აზრს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს ლიზა ყენია ვანო მერაბიშვილისათვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.

''სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ვანო
მერაბიშვილი ''დამნაშავედ სცნო''. სასამართლო გადაწყვეტილებით ვანო მერაბიშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა და ორი წლით თანამდებობაზე ყოფნა აეკრძალა'' - დამნაშავედ ცნო?.. ''იასნია'' სამი წელი არც გააჩერებენ და რომ გამოვა ორ წელიწადში თანამდებობაზე ყოფნის უფლებაც აქვს. ფუუ!!!!'' - წერს ლიზა.

იხილეთ ასევე


სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
Nატიკო
მართალი უთქვამს იმ Bავშვს რას ერჩით!
20:35 / 15-11-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
ამის აზრები გვაკლდა კიდევ, წიგნი წაიკითხე შვილო ვინ გკითხავ პოლიტიკას. ეს ჟურნალისთებიც კიდეც ვის რას ეკითხებით არ უნდა იცოდეთ, ამ ბავშვს კითხეთ რამდენი წიგნი აქვს წაკიხული .
18:44 / 20-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS