20 ოქტომბერი, 2014
როგორ აფასებს ცოლის ცემას წლების შემდეგ გია სურამელაშვილი – ''ხუმრობის ტოლფასი იყო ეს ყველაფერი...''
უნდა არსებობდეს ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ქალების უფლებებს დაიცავს საქართველოში ბოლო დროს ცოლებზე გახშირებულმა ძალადობამ და მკვლელობებმა უკვე პიკს მიაღწია. ყოფილი ქმრები ყოფილი ცოლების შეურაცხყოფას ხალხმრავალ ადგილებშიც აღარ ერიდებიან. ცნობილი სახეებიდან გია სურამელაშვილი ერთ-ერთი გახლდათ, რომელმაც დაახლოებით ერთი წლის წინ ''რეიტინგთან'' ინტერვიუში აღიარა, რომ მეუღლეს ფიზიკურად უსწორდებოდა. უკვე დიდი ხანია ერთად აღარ ცხოვრობენ, მაგრამ საერთო შვილი ჰყავთ, რომელსაც მამასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს.
დავინტერესდით რას ფიქრობს სურამელაშვილი ქალებზე გახშირებულ ძალადობაზე და როგორ აფასებს საკუთარ საქციელს წლების შემდეგ.

გია:

- კატეგორიულად ვგმობ ძალადობას ქალის მიმართ და მითუმეტეს სიცოცხლის ხელყოფას. არავის აქვს უფლება სიცოცხლე წაართვას ადამიანს. ვერც ვხვდები ახლა რატომ გახშირდა ეს ძალადობა.
- როგორ გგონია, რისი ბრალია?
- თვითონ ქალებიც სცოდავენ, რომ დიდი ხნის განმავლობაში მალავენ ამ აგრესიას. ეს ხომ ერთ წამში არ ხდება, ამას ხომ თავისი წინაპირობები აქვს, ეჭვიანობა, მუქარები. სანამ აფექტურ მდომარეობამდე მივა კაცი, მანამდე უნდა ამოიღონ ხმა ქალებმა. უნდა მიმართონ შესაბამის ორგანოებს. უნდა არსებობდეს ორგანიზაციებიც, რომლებიც ამ ქალების უფლებებს დაიცავს და უნდა იყოს შესაბამისი სამსახური, რომელიც დამნაშავეებს ამხელს და დასჯის. ტელევიზიით უნდა ცხადდებოდეს ტელეფონის ნომრები, სადააც ძალადობის მსხვერპლს დარეკვა და დახმარების თხოვნა შეეძლება.
- გია, ჩვენ გვახსოვს შენი ერთ-ერთი ინტერვიუ, სადაც ჰყვებოდი თუ როგორ სცემდი ცოლს…
- უსიამოვნება ყველა ოჯახშია, მაგრამ ეს არც მკვლობამდე მისულა და არც ადამიანის დასახიჩრებამდე.
- ცოლზე ხელის აწევა აგრესიაა გია…
- ელემენტარული ჩხუბი ყველა ოჯახში ხდება.
- ცოლს რომ ურტყამ, ელემენტარულია?
- (იცინის) მე ფეხქვეშ კი არ გამიგდია ცოლი, ცემაც არ ერქვა ამას, ხუმრობის ტოლფასი იყო ეს ყველაფერი.
- თუ გქონია ეჭვიანობის ნიადაგზე კონფლიქტი ცოლთან?
- არა, რას ამბობ. ჩემს შემთხვევაში პირიქით იყო, ჩემზე ეჭვიანობდა ცოლი, გადარეული იყო ამდენი გულშემატკივარი, ფანები რომ მყავდა და აქეთ მიწყობდა სცენებს. მეც კი მიეჭვიანია, ოღონდ ცოლზე არა.
- ყველაზე ცუდი რა გაგიკეთებია ეჭვიანობის ნიადაგზე?
- ვაღიარებ, ეჭვიანი ვარ. ყველაზე ცუდი (ფიქრობს. ავტ)? დავშორებივარ საყვარელ ადამიანს. შეიძლება ამის საბაბი არ მქონია, არც ფაქტი, მაგრამ პატარა ეჭვი გამჩენია და დავშორებივარ. ჩემი აზრით, ასე უნდა მოიქცეს ყველა მამაკაცი. როცა ცოლ-ქმარი შორდება. კაცსაც შეიძლება ჰყავდეს პარტნიორი და ქალსაც. რატომ უნდა მოკლა ამის გამო ქალი, მართლა არ მესმის.
- დღეს რომ გყავდე, ოჯახი, ცოლი იმავეს გაიმეორებდი?
- არა, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ცემა-ტყეპა ოჯახში ნამდვილად არ გვქონია. ხელის გარტყმა ყოფილა, ნივთებიც დამტვრევაც, მაგრამ ამას ცემა არ ერქვა.

ნინო მჭედლიშვილი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ტყე
ვაიმე სუფთა ოქროებასხმული თიკანია...
15:35 / 23-10-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ვერ ვიტან ამ ადამიანს
13:24 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
საქონელი
12:18 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ისე ინაზება და ისეთი ნაზია ვერ წარმომიდგენი ამან ვინმეზე ხელი აწიოს :D
12:03 / 21-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS