20 ოქტომბერი, 2014
რატომ აიყვანა ნახევრადშიშველმა ფიტნესმამაკაცმა სცენაზე ნანუკა ჟორჟოლიანი
ვნახეთ ლამპიონზე ასული ბიჭი, რომლმაც ბურთი აკენძლა გუშინ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ''ნიჭიერის'' ბოლო ქასთინგი ჩატარდა. ლევან წულაძის გასტროლის გამო ჟიური არასრული შემადგენლობით აფასებდა კონკურსანტებს. ამჯერად ფილარმონიაში შეკრებილმა მაყურებლმა ძირითადად უცხოელი კონკურსანტები ნახა. უჩვეულო, გასაოცარი ნომრები მართლაც მრავლად წარმოგვიდგინეს.

ვნახეთ ლამპიონზე ასული ბიჭი, რომლმაც ბურთი აკენძლა, ჩრდილების თეატრი, ნახევრად შიშველი ფიტნესმამაკაცი, რომელმაც რკინის კონსტრუქცია ჰაერში აბზრიალა. ამ კონსტრუქციის წონის შესამოწმებლად ნანუკა ჟორჟოლიანი სცენაზე ავიდა. აწევა სცადა.

ერთი კი ასწია, მაგრამ მის ჰაერში ბზრიალს რომ ვერ შეძლებდა,
მალევე მიხვდა და უკან დაბრუნდა. ვნახეთ ასევე მოცეკვავეთა ოჯახი, ბიჭი, რომელმაც ბავშვობის ოცნება აიხდინა და მანქანაზე გადახტა, რესტორნის მომღერალი ქალი, რომელსაც ია ფარულავამ კაბა დაუწუნა.

მშვენიერი ფეხები გაქვს, არ გინდა ეს ფარდა, ჩაიცვი მოკლე, ტანზე მომდგარი კაბა და იმღერეო, უთხრა.

დღის ბოლოს სცენაზე ვანიკო თარხნიშვილი გამოვიდა. მალე თანაწამყვანი გიორგი ყიფშიძეც მოჰყვა უკან. ვანიკოს მიერ მოფიქრებულმა ხუმრობამ ია ფარულავა სცენაზე აიყვანა.

ვანიკოს ხუმრობას ისეთი სპეციფიკური სურნელი ახლდა თან, მაყურებელი დარბაზის კარის გაღებას ითხოვდა. გაგვიშვით გარეთ, ვეღარ ვსუნთქავთო, განსაკუთრებით წინა რიგებიდან იხვეწებოდა მაყურებელი. რატომ გამოეკიდა ვანიკოს ია კომბლით და რის გამო გააძევა სცენიდან, ამას ''ნიჭიერის'' გადაცემებიდან შეიტყობთ.

პროექტი სტარტს ''რუსთავი 2''-ზე 27 ოქტომბერს აიღებს.

ნინო მჭედლიშვილი

ბეჭდვა