20 ოქტომბერი, 2014
"პატრიარქი გააკრიტიკეს რატომ თქვა ნუ გაახმაურებთ მკვლელობებსო, თურმე არ ყოფილა მტყუანი...''
დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვებმაც ნახონ კახი კალაძის მეუღლე ანუკა არეშიძე ქალებზე გახშირებულ ძალადობას და მისი გაშუქების ფორმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"პატრიარქი გააკრიტიკეს რატომ თქვა ნუ გაახმაურებთ მკვლელობებსო. თურმე არ ყოფილა მტყუანი. ამას დიდი ხანია ვფიქრობ, მაგრამ ძალიან კარგადჩამოაყალიბა ამ ქალბატონმა . ყურადღებით წაიკითხეთ, განსაკუტრებით ჟურნალისტებმა.

ვნახე კადრები, რომელიც ძალიან მძიმე სანახავი იყო. მიცვალებული გდია, კეფიდან სისხლი მოსდის და ხალხი ძალიან მშვიდად დადის. ასეთ დეტალებს რომ უშვებ დღის განმავლობაში, როდესაც დიდია იმის ალბათობა, რომ ბავშვებმაც ნახონ.
ვფიქრობ, არ არის რეკომენდირებული'' - წერს ანუკა.

რაც შეეხება ჟურნალისტს, რომლის მიმართვაც ანუკამ გამოაქვეყნა მაია ქვარცხავაა, რომელიც მკვლელობების გაშუქებასთან დაკავშირებით კოლეგებს მიმართავს.

"მიმართვა ჟურნალისტებს მკვლელობების გაშუქების გამო. ებოლასთან დაკავშირებით "ასოშაიტედ პრესმა" რჩევების სია გამოსცა, თუ როგორ უნდა გაშუქდეს მედიაში ვირუსის გავრცელება ისე, რომ მოსახლეობაში ზედმეტი პანიკა არ დავთესოთ.

ოჯახური ძალადობის გამო ქალების მკვლელობებთან დაკავშირებითაც კარგი იქნება თუ ჟურნალისტები გავითვალისწინებთ "ვერტერის სინდრომს" (უკავშირდება გოეთეს რომანს "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი") და ინფორმაციას ისეთი ზედმეტად სენსაციური დრამატიზირებით არ გადავცემთ, რომ უნებურად მათი განმეორებითი და მიბაძვითი ალბათობაც გავზარდოთ.

სერიოზულ საინფორმაციო-ფსიქოლოგიურ შეტევასთან გვაქვს საქმე და ეს მართლა ძალიან საშიში შეიძლება იყოს, თუ უკვე არ არის. ამერიკის შეერთებულ შტატებში დამნაშავეობის მსგავსი ჯაჭვური რეაქციის შემთხვევებს "ქოფიქეთსაც" უწოდებენ. "ქოფიქეთის ეფექტი" არის კრიმინალისტიკაში და ფსიქოლოგიაში კარგად ცნობილი ძალადობრივი მკვლელობის და თვითმკვლელობის სენსაციური პუბლიკაციებით შექმნილი ტენდენცია, რომელიც მათ შემდგომ იმიტაციაში გამოიხატება. ის პირველად დევიდ ფილიპსმა, ამერიკელმა სოციოლოგმა აღმოაჩინა.

1947-1968 წლების მკვლელობათა სტატისტიკის შესწავლის შემდეგ მან ნახა, რომ ყოველი გახმაურებული თვითმკვლელობის შემდეგ პირველი ორი თვის განმავლობაში საშუალოდ 58-ით მეტი ადამიანი იკლავდა თავს, ვიდრე სხვა დროს. ალბათ ბევრს სმენია მერლინ მონროს, ან სერგეი ესენინის თვითმკვლელობის შემდეგ მომხდარი სუიციდის მასობრივი შემთხვევების შესახებ.

ღმერთმა ნუ ქნას და თუ კიდევ მოხდა ცოლის მოკვლის ფაქტი საქართველოში, შესაძლოა თითო აგური ამ უაღრესად კომპლექსურ პრობლემაში და კოშმარულ დანაშაულში ჩვენი, ჟურნალისტების დადებულიც იყოს. ამიტომ უმორჩილესად გთხოვთ, ვიდრე სხვების მოვალეობებზე ვისაუბრებდეთ, ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზეც დავფიქრდეთ და ცოტა ფრთხილად გავაშუქოთ მსგავსი მოვლენები.

ყოველდღიურობაში ჩაფლულებს ხშირად გვავიწყდება, რომ უზარმაზარი პასუხისმგებლობა გვაკისრია და სიტყვის სახით ხელში შეიძლება დატენილი პისტოლეტი გვეჭიროს.
მადლობა ყურადღებისთვის.
პატივისცემით, მაია ქვარცხავა", - წერს ჟურნალისტი.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 17 /
მიოს
მიო ანუკა იმას ამბობს რომ მძიმე ფორმებით ნუ აჩვენებენ კადრებსო. არ შეიძლება ანახო როგორ ააქვს გაპობილი თავი და შედედებული სისხლის ჩვენება დასისხლიანებული სახლის და დანების ნახვა,კადრი გაამუქონ მაინც მარა არა, ესეც ერთგვარი პროპაგანდაა რომ ხალხი უფრო აგრესიული გახდეს,რუსთავი2 ხო პიონერია მაგ საკითხში, ამიტომ არ ვუყურებ ტელევიზორში ქართულ არხებს.რუსეთის არხებზეც კი არ გადის მასეთი კადრები არც პირველ და არც დამოუკიდებელ არხებზე.
11:16 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
ვპასუხობ მიოს- და რა გამოვა ტელევიზორსჰი ატასჯერ ცჰვენებიტ და ზარების დარისხებიტ? კანონი უნდა გამკაცრდეს,ცხოვრების დონემ უნდა აიწიოს...მე ტუ მკიტხავტ ცალკე არხი უნდა იყოს სადაც მხოლოდ იქ მოხდება ასეტ სჰემტხვევებზე მსჯელობა...ვეტანხმები პატრიარქს...
07:08 / 31-10-2014
გამოხმაურება / 0 /
მიო
რას ქვია არ უნდა გააშუქო. უნდა გააშუქო კი არადა, განგაშის ზარები უნდა შემოჰკრათ. მიუხედავად ჩემი პატრიარქისადმი დიდი სიყვარულისა, მე მის ამ მოწოდებას ვერ დავეთანხმები. რაც შეეხება გაშუქების ფორმას, მას ყველა ჯურნალისტი ინდივიდუალურად წყვეტს და არ არსებობს რეცეპტი, რომ მას მიუთითო როგორ აჩვენოს ესა თუ ის მოვლენა. მტავარია ის იყოს ზუსტი და უტყუარი.
15:34 / 28-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ასმატის
მაინც არაპერი გამოვა ტკვენ და ტკვენაირად მოაზროვნეებისგან. კარგად ტუ წაიკიტხავდიტ ჟუნალისტის მიერ გადმოცემულ შეპასებებს მაშინ იკნებ მიმხვდარიყავიტ პატრიარკის დამოკიდებულაბას ასეტი საშინელი ამბების 24/7 გაშუკების მიმარტ. იმედია გონება გეყოპატ ამისტვის და კიდევ..რომ არ განსაჯოტ პატრიარკი!!!!
18:23 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
ადი-ს
ნუ იკნებიტ ასეტი დაუნდობელი. სადაც პრობლემაა იკ უნდა მოიტიტოტ საჭირო დროს. ეს ერტი იმაში კი რაც ამ კალბატონმა, ანუ კალაძის ცოლმა ტკვა და შემდეგ ჟურნალისტმა მაია კვარცხვავამ განავრცო , ცუდი არაპერი წერია. საჭიროა ჟურნალიტები მოიკცნენ მაღალკვალიპიციურად და არ გადატენონ შოუები ამდენი საშინელი ამბების გამომზეურებიტ, იმიტომ რომ ეს უარყოპიტ ზეგავლენას ახდენს ისედაც დაპსიკოზებულ კარტველ ერზე.
18:20 / 26-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS