პირველი ქორწინებიდან გოშა ბერუჩაშვილთან გოგონა - ლიზი ჰყავს. სამწუხაროდ, ვერიკოსა და გოშას ოჯახური ბედნიერება მალევე დამთავრდა. მეუღლე ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, წყვილი იმ დროისთვის
ვერიკოს ყოფილ მეუღლესთან დიდი სიყვარული რომ აკავშირებდა, ის ფაქტიც ადასტურებს, რომ გასულ წელს მომღერალი ახალ ბინაში გადავიდა შვილსა და დედამთილთან ერთად, რომელთანაც შესანიშნავ ურთიერთობას ინარჩუნებს.
ამ ამბის გავრცელების შემდეგ ყველა ერთხმად აღნიშნავდა, რომ ვერიკო ძალიან კეთილი გოგოა.
მეუღლის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ მას დიდხანს არავინ ჰყვარებია. რამდენიმე წლის წინ კი ყვითელი პრესისთვის ცნობილი გახდა, რომ ვერიკო შეყვარებულია და მისი რჩეული ''რუსთავი 2''-ის ოპერატორი ლაშა ნაკაიძეა.
ლაშა ვერიკოზე რამდენიმე წლით უმცროსია, თუმცა ასაკობრივი სხვაობა დღეს აღარავის აკვირვებს, რადგან ჩვენ გარშემო უკვე ბევრი ასეთი წყვილია. თუმცა დიდხნიანი სიყვარულის მიუხედავად, მათი ურთიერთობა სამ წელიწადს ითვლის, ლაშა და ვერიკო დაქორწინებას ჯერჯერობით არ გეგმავენ. ერთად არ ცხოვრობენ, თუმცა ერთად არიან და პირველ საერთო შვილსაც ელოდებიან.
საინტერესოა, რომ ვერიკოს საკმაოდ დიდი ხანი მუცელი არ ეტყობოდა და შესაბამისად, ჟურნალისტებმა გვიან გაიგეს მისი ორსულობის ამბავი, თორემ ჟურნალ-გაზეთები და საიტები მანამდე ბევრად ადრე აჭრელდებოდა ამ სიახლით. აღსანიშნავია, რომ ფეხმძიმე ვერიკო ძალიან კარგად გამოიყურება და არცთუ ბევრი კილოგრამი აქვს მომატებული.
მომღერალს ვულოცავთ ამ ამბავს და ბედნიერ დედობას ვუსურვებთ!..
სალომე დადიანი