13 ოქტომბერი, 2014
ვის ჰგავს გეგა ფალავანდიშვილის შვილი
მიქაელას პონჩიკას და ნაკეცას ეძახიან რუსკას და გეგას მეგობრები გეგა ფალავანდიშვილის და რუსკა გამყრელიძის შვილი - მიქაელა იანვარში დაიბადა. გოგონა ჯერ ერთი წლისაც არაა, თუმცა ისეთი მაღალი და პუტკუნაა ყველას ასაკით გაცილებით დიდი ჰგონია.

მიქაელას პონჩიკას და ნაკეცას ეძახიან რუსკას და გეგას მეგობრები. რამდენიმემ კომენტარებში ისიც დაწერა, რომ ბავშვი საერთოდ არ ჰგავს მამას. თუმცა აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც გეგას ბავშვობის ფოტო ჰქონდათ ნანახი და ამტკიცებენ, რომ გეგა ამ ასაკში ზუსტად ასე გამოიყურებოდა.

Rating

მიქაელას ორი წლის ბავშვის
სამოსი აცვია. ვინც გეგას და რუსკას ოჯახის წევრებს კარგად იცნობს, იმასაც ამბობს, რომ ბავშვი სიმაღლით ბაბუას, მამუკა გამყრელიძეს შეიძლება დაემსგავსოს.

მამუკა გამყრელიძემ, რომელმაც წლების წინ ''ჯი ემ ჯი'' ჩამოაყალიბა და მოგვიანებით ჩინეთის ელჩად დანიშნეს, მართლაც ძალიან მაღალია. წლების წინ კალათბურთსაც თამაშობდა და მას წარმატებულ კალათბურთელობას უწინასწარმეტყველებდნენ. თუმცა მამუკამ ბიზნესი აირჩია სამოღვაწეოდ.

Rating

შესაძლოა, მიქაელამ სწორედ ბაბუას გზა აირჩიოს და კალათბურთელი გახდეს. თუმცა ამაზე საუბარი ალბათ ძალიან ადრეა.

სალომე დადიანი

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ანი
გენაცვალე რა სიცოცხლე ხარ .ღმერთმა ჯამრთელი და ბედნიერი გაგიზარდოთ
22:56 / 13-10-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS